რა პროექტებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა დასავლური ფულით

„რუსული კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს მტრულ სახელმწიფოებად აცხადებს. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებით 5.7 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს“- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს და პროექტების ვრცელ ჩამობათვალს აქვეყნებს.
· ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა – 472 მლნ ლარი
· თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი – 196 მლნ ლარი
· 100-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია – 99 მლნ ლარი
· ვარდნილისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი – 95 მლნ ლარი
· ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო – ლაჯანური – 88 მლნ ლარი
· აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 42 მლნ ლარი
· თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის 226 ავტობუსის შეძენა – 32 მლნ ლარი
· ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი – 17 მლნ ლარი
· თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი – 14 მლნ ლარი
· რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა – 579 მლნ ლარი
· ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა – 380 მლნ ლარი
· ქუთაისის წყალარინების (კანალიზაცია) პროექტი – 321 მლნ ლარი
· ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა – 280 მლნ ლარი
· ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა – 135 მლნ ლარი
· ავტობანის ოსიაური-რიკოთი მონაკვეთის მშენებლობა – 120 მლნ ლარი
· ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია – 31 მლნ ლარი
· ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა – 22 მლნ ლარი
· გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა – 20 მლნ ლარი
· ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება – 270 მლნ ლარი
· აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროგრამა – 118 მლნ ლარი
· ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი – 117 მლნ ლარი
· თბილისის 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია (E5P) – 39 მლნ ლარი
· გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება – 35 მლნ ლარი
· მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია (E5P) – 22 მლნ ლარი
· იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 322 მლნ ლარი
· ს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიაცია – 158 მლნ ლარი
· საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება – 150 მლნ ლარი
· საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება – 130 მლნ ლარი
· ხელედულა-ლაჯანური-ონის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება – 123 მლნ ლარი
· მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა კახეთში და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 71 მლნ ლარი
· კახეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება – 26 მლნ ლარი
· ავტობანის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა – 230 მლნ ლარი
· 60-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა – 131 მლნ ლარი
· ელექტროგადამცემი ხაზი ჯვარი-წყალტუბო – 61 მლნ ლარი
· მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 35 მლნ ლარი
· გარდაბნის, დმანისის, თიანეთის, სიღნაღის და ადიგენის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების და გზების რეაბილიტაცია – 20 მლნ ლარი
· რეგიონებში საბავშვო ბაღების, სპორტული და ახალგაზდულო ცენტრების მშენებლობა -რეაბილიტაცია – 159 მლნ ლარი
· ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა – 110 მლნ ლარი
· ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 95 მლნ ლარი
· წყალმომარაგების გაუმჯობესება გუდაურში, მარნეულში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში და სხვა მუნიციპალიტეტებში – 81 მლნ ლარი
· ახალი შუქნიშნების შეძება თბილისისთვის, მეტროს იერსახის გაუმჯობესება – 80 მლნ ლარი
· ქვემო სამგორის მაგისტრალური სარწყავი არხის მოდერნიზება – 52 მლნ ლარი
· ავტობანის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა – 40 მლნ ლარი
· რიონზე ს ხიდის მშენებლობა – 35 მლნ ლარი
· ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა – 25 მლნ ლარი
· ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა – 18 მლნ ლარი