რა პროგრამებს სთავაზობს კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს

რა პროგრამებს სთავაზობს კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ თაი სიბოშვილთან ერთად „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“დირექტორმა ნოდარ ხარაზიშვილმა და საფინანსო სერვისების პროფესიული განათლების მასწავლებელმა ბექა კილასონიამ ისაუბრეს.
როგორც ნოდარ ხარაზიშვილმა აღნიშნა 2013 წელს პროფესიულ განათლებაში ბევრი საინტერესო პროგრამა და საინტერესო რეფორმა შემოვიდა, მისივე თქმით 2016 წელს კოლეჯმა 20-მდე მოდულური პროგრამა დაიმატა, რომელმაც ძალიან გაამართლა და კერძო ბიზნესისთვის საინტერესო გამოდგა.
„2020 წელს ჩვენ ჩავრთეთ ინტეგრირებულ პროგრამებში, მოხდა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირება მოხდა პროფესიულ მოდულებში და პროგრამებში და მეცხრე კლასის ბაზაზე გამოსულ მოსწავლეს შეეძლო, რომ იმ დიპლომთან ერთად დაუფლებოდნენ დოკუმენტს, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა უმაღლესში სწავლის გაგრძელების.
კოლეჯი ბევრ პროფესიას ასწავლის, ის მულტიპროფილური, სხვადასხვა მიმართულების პროგრამებს წარმოვადგენთ, ბიზნესის მიმართულებით ბუღალტერია და ოფისის წარმოება, ხელოვნების მიმართულებით სამკერვალო, ინჟინერიის მიმართულებით კომპიუტერი, ქსელი სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, გრაფიკული დიზაინი, ინდუსტრიული დიზაინი, რომელიც ახალი პროგრამაა, ის მთლიანად ეფუძნება 2016 წელს კოლეჯში დანერგოს სიახლე, რომელიც ითვალისწინებს პროტოტიპების დამზადებას. ამას გარდა ჩვენ წარმოდგენილები ვართ ავტომობილების სხვადასხვა პროგრამების ტექ-მომსახურებაში, ეს არის ძრავის შეკეთება, ელექტრობა თუ სხვა. ყველა ამ პროგრამას ვახორციელებთ ეს არის სადიპლომო პროგრამები და ამ პროგრამების დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს დიპლომს. “ – აღნიშნა ნოდარ ხარაზიშვილმა.
ნოდარ ხარაზიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კოლეჯმა საბანკო სფეროსთან დაიწყო თანამშრომლობა, მისივე თქმით საბანკო სფერო მჭიდროდ თანამშრომლობს კოლეჯთან და სხვადასხვა სახის დახარებას უწევს იქნება ეს ტრენინგები თუ სხვა. ხარაზიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კოლეჯი ასევე ახორციელებს საფინანსო სერვისების პროგრამასაც.
„საინტერესო პროგრამაა იმიტომ რომ ჩვენ კურსდამთავრებულები გადიან სტაჟირებას ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ბანკებში და სხვა დიდ კომპანიებში“ – აღნიშნა ნოდარ ხარაზიშვილმა.
თუ რას გულისხმობს საბანკო სერვისების პროგრამა საფინანსო სერვისების პროფესიული განათლების მასწავლებელმა ბექა კილასონია ისაუბრა, მისი თქმით სტუდენტს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მოკლე 1 წლიანი პროგრამა და მიიღოს ის განათლება, რომელიც აუცილებელი იქნება მისთვის რათა დასაქმდეს ფინანსების სფეროში.
„ბაზრის კვლევის შედეგად საჭიროა მსგავსი კადრების მომზადება, შესაბამისად სწავლის მეთოდიკიდან გამომდინარე შესაძლებლობა გვაქვს მოვამზადოთ ისეთი კადრები, რომელიც ბაზარს სჭირდება.
საფინანსო სერვისების პროგრამაზე ხდება მოდულური სწავლება, ძირითადად საბანკო სფეროს და საბანკო საქმეს მოიცავს საბანკო სფერო დღეს ერთ-ერთ მოთხოვნადი სფეროა და კადრების რაოდენობაც უფრო მზარდია. კარგი კადრები დღეს ბაზარზე ჭირს, მაგრამ ჩვენი სასწავლებელი ცდილობს, რომ ეფექტურად მოამზადოს კადრები, რომლებიც ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ჩვენ ვცდილობთ ვასწავლოთ ის უნარები, რომელიც სჭირდებათ დასაქმებისთვის და ჩვენი პროგრამებით ვცდილობთ რომ სტუდენტებს მოტივაცია ავუმაღლოთ.
თითოეული მოდული მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი სწავლობს, საბანკო სერვისებს, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, სერვისები, გაყიდვების ტექნიკა და ტექნოლოგია ანუ თითოეული ის, რაც კომერციულ ბანკებში და არა მხოლოდ ბანკებში დასაქმების შესაძლებლობას მოგვცემს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ლიბერთი ბანკთან, ტერა ბანკთან, გუდვილთან და სხვა ორგანიზაციებთან, არის რამდენიმე სტუდენტი რომელიც ჩვენგან წავიდა ტერა ბანკში და მუშაობენ და ბანკიც კმაყოფილია ჩვენი სტუდენტებით.“ – აღნიშნა ბექა კილასონიამ.
ნუგზარ ხარაზიშვილი აცხადებს, რომ გადამზადების პროგრამის გავლის შემთხვევაში კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება, რომ დასაქმდეს საბანკო სექტორში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში , საცალო საბითუმო და სავაჭრო ობიექტებში და მსხვილ სუპერმარკეტებში.
„ეს პროგრამები არსად არ ისწავლება, ისწავლება მხოლოდ პროფესიულ სივრცეებში, ამიტომ არის ეს საინტერესო და ამიტომაც არის მოთხოვნადი, კომერციული ბანკები საკმაოდ საინტერესოდ და აქტიურად თანამშრომლობდნენ ბანკებთან, გვაქვს პრაქტიკული სივრცეები, რომელიც სხვადასხვა კომპანიებმა მოგვიწყვევს“ – აღნიშნა ნუგზარ ხარაზიშვილმა.
ბექა კილასონიას თქმით კოლეჯი სტუდენტებს სხვადასხვა კურსებს სთავაზობს, ერთ-ერთ ასეთ იყო ეროვნული ბანკი მიერ ჩატარებული პატარა ტრენინგი და უნივერსიტეტის ლექტორებმა კომერეციულ ბანკების მოლარეებს ჩაუტარეს ტრენინგი, რომლითაც მოლარეები ყალბი ფულის პრევენციას გაეცნენ.
ნუგზარ ხარაზიშვილი აღნიშნავს, რომ პროფესიული განათლება ითვალისწინებს, რომ პრაქტიკული კომპონენტი პროგრამაში მსხვილად იყოს წარმოდგენილი მისივე თქმით პრაქტიკული კომპონენტები და კომპლექსური დავალებები ძალიან საინტერესოა და სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ 2020 წელს როდესაც დაიწყო ინტეგრირებული პროგრამების დანერგვა ჩვენი კოლეჯი ამაში ჩაერთო.
„ჩვენ 4 პროგრამას ვახორციელებთ , ეს არის ტომოგრაფიული სამუშაოების შესრულება, ქსელი და დიზაინი, ვებ ტექნოლოგიები, გრაფიკული დიზაინი და ა.შ. ახლა ვებ-ტექნილოგიების მოდერნიზება მიმდინარეობს რადგან პანდემიის შემდეგ ბევრი ახალი მიმართულება გაჩნდა და ვცდილობთ რომ ამ ყველაფერს ფეხი ავუწყოთ.“-აღნიშნა ნუგზარ ხარაზიშვილმა.
ხარაზიშვილის თქმით, მათ პროგრამებზე დასაქმების საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, ზოგ შემთხვევაში ის აჭარბებს 64-70%, ზოგ პროგრამაზე კი კოლეჯს დასაქმების 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.