რა პროგნოზი აქვთ კლიმატოლოგებს გლობალურ დათბობაზე?

2025 წლის იან­ვა­რი რე­კორ­დუ­ლად ცხე­ლი აღ­მოჩ­ნდა არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის, ციმ­ბი­რი­სა და რუ­სე­თის და­სავ­ლეთ ნა­წი­ლის­თვის, არა­მედ მთე­ლი პლა­ნე­ტის­თვის.
· მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყნარ ოკე­ა­ნე­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და “ლა-ნი­ნია” – ბუ­ნებ­რი­ვი ფე­ნო­მე­ნი, რო­მე­ლიც, წე­სით, ტემ­პე­რა­ტუ­რას ამ­ცი­რებს – მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­მა კი­დევ ერთი სა­გან­გა­შო ნიშ­ნუ­ლი გა­და­ლა­ხა.
ევ­რო­კავ­ში­რის კლი­მა­ტუ­რი ცენ­ტრის (C3S) მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და ევ­რო­პის სამ­ხრეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, კა­ნა­და­ში, ალას­კა­ზე, სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში, აფ­რი­კა­ში, ავ­სტრა­ლი­ა­სა და ან­ტარ­ქტი­და­ზე.
კლი­მა­ტო­ლო­გე­ბი იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ „ლა-ნი­ნია“ გარ­კვე­უ­ლი დრო­ით შე­ა­ნე­ლებ­და დათ­ბო­ბის პრო­ცესს, მაგ­რამ ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე გას­ტანს და 2025 წლის აპ­რი­ლის­თვის გაქ­რე­ბა.
გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა ჩქარ­დე­ბა
იან­ვარ­ში დე­და­მი­წის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ინ­დუსტრი­ულ ეპო­ქამ­დე არ­სე­ბულ დო­ნეს 1.75°C-ით აღე­მა­ტე­ბო­და. ეს უკვე ზე­დი­ზედ მე-18 თვეა, რო­დე­საც მსოფ­ლიო ტემ­პე­რა­ტუ­რამ 1.5°C-ს გა­და­ა­ჭარ­ბა – ზღვარს, რომ­ლის დაც­ვა­საც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა “პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბით” ცდი­ლობს.
თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ზო­გა­დი დათ­ბო­ბი­სა, ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა რე­გი­ონ­ში არ იყო მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. მა­გა­ლი­თად, -ში იან­ვრის სი­ცი­ვე იმ­დე­ნად ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია ღია სივ­რცი­დან შე­ნო­ბა­ში გა­და­ი­ტა­ნეს. ასე­ვე, მკაც­რი ყინ­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და ჩუ­კოტ­კა­ზე და კამ­ჩატ­კა­ზე, ხოლო ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის კონ­ტი­ნენ­ტურ ნა­წილ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი იყო.
ევ­რო­პა სი­ცი­ვეს ებ­რძვის – გა­ზის მოხ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა
ევ­რო­პა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ცივი იან­ვა­რი იყო. ბრი­ტა­ნეთ­ში და საფ­რან­გეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა დროს გათ­ბო­ბის ბა­ტა­რე­ებ­თან ატა­რებ­და, რა­მაც გა­ზის მოხ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და.
1-ელ თე­ბერ­ვალს ევ­რო­პუ­ლი გაზ­სა­ცა­ვე­ბი მხო­ლოდ 53%-ით იყო შევ­სე­ბუ­ლი და თით­ქმის მი­აღ­წია ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნილ კრი­ტი­კულ 50%-იან ზღვარს.
ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ით, 1-ელ მა­ი­სის­თვის მა­რა­გი 30%-ზე არ უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, რათა მომ­დევ­ნო ზამ­თრის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო გაზ­სა­ცა­ვე­ბის 90%-ით შევ­სე­ბა. თუმ­ცა, ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის ფონ­ზე, ბრი­უ­სე­ლი ახლა გა­ზის მა­რა­გე­ბის მარ­თვის ახა­ლი სტრა­ტე­გი­ის გან­ხილ­ვას იწყებს.
ევ­რო­პა სულ უფრო მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა ბუ­ნებ­რივ გაზ­ზე, რომ­ლის ფა­სიც ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ადრე ზა­ფხულ­ში გაზი იაფი იყო და ქვეყ­ნე­ბი მა­რაგს წი­ნას­წარ ავ­სებ­დნენ, ხოლო ზამ­თარ­ში, რო­დე­საც ფა­სე­ბი იზ­რდე­ბო­და, მის გა­მო­ყე­ნე­ბას იწყებ­დნენ. ახლა, მო­მა­ვა­ლი ზა­ფხუ­ლის­თვის თხე­ვა­დი გა­ზის მი­წო­დე­ბის კონ­ტრაქ­ტე­ბი უფრო ძვი­რია, ვიდ­რე მო­მა­ვალ ზამ­თარ­ში, ამი­ტომ სა­ცა­ვის ტე­ვა­დო­ბით შევ­სე­ბა აღარ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ისე მიმ­ზიდ­ვე­ლად.
BBC ambebi.ge
წყნარ ოკეანის ეკვატორულ ნაწილში კლიმატის ფენომენ ლა-ნინიას (La Niña) განვითარება დაიწყო, რომელიც კლიმატური ციკლის ბუნებრივი მოვლენაა და მთელს პლანეტაზე ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს იწვევს – ამის შესახებ აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებაში წერია, რასაც EuroNews ავრცელებს.
კლიმატოლოგების ცნობით, წლევანდელი ლა-ნინია სიურპრიზებით დაიწყო, კერძოდ, ამინდის ეს მოვლენა ჩვეულებრივზე მოკლე და სუსტი იქნება.
ლა-ნინია რეგულარულად წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩნდება, როცა სტაბილური აღმოსავლეთის ქარი თბილ წყალს პერუსა და ჩილეს სანაპიროებიდან ინდონეზიისა და ავსტრალიისკენ მიმართავს. შედეგად, ცივი წყალი ზღვის სიღრმიდან ზედაპირზე ამოდის და რეგიონში სიცივე დგება.
სინოპტიკოსების განცხადებით, ლა-ნინიას გამო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი ნალექი მოვიდეს. ლა-ნინია, ასევე, ატლანტის ოკეანეში ქარიშხლის აქტივობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ლა-ნინია მოსალოდნელზე გვიან დადგა და ზამთრის დადგომამდე გაძლიერება ვერ მოასწრო. მეცნიერები თვლიან, რომ ლა-ნინია აპრილამდე გაგრძელდება და თუ მარტამდე დასრულდა, მას დაკვირვების ოფიციალურ ისტორიაში არ შეიტანენ.
NOAA-ს მეცნიერების მონაცემებით, 2020-დან 2023 წლამდე დედამიწამ ზედიზედ ლა-ნინიას სამი მოვლენა განიცადა. კერძოდ, ზედიზედ სამი ზამთარი ლა ნინიას პირობებით უჩვეულოა, რაც მანამდე მხოლოდ 1973-76 წლებში დაფიქსირდა.
გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტი გაფრთხილებას იძლევა, რომ ლა-ნინიას მოვლენების სიხშირემ შესაძლოა, დამატებით სტრესში ჩააგდოს რეგიონები, რომლებიც ბოლო დროს გვალვას ებრძოდნენ და როგორიც, მაგალითად, აღმოსავლეთ აფრიკაა.
წყარო: bpn.ge