რა პრობლემები დარჩა წინა პრემიერს მოუგვარებელი? – “ამას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ”

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მინდა პრემიერობა? – პრობლემების დასაძლევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფასების ზრდის შეჩერება და მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„მონოპოლიები მნიშვნელოვანი საკითხია. მუშაობაა საჭირო. სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ფასების დაწევის მიზნით, ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიური სამუშაოები განახორციელა საქართველოს მთავრობამ, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმას, რომ მონოპოლიებმა არ შეუშალოს ხელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, არ მოხდეს ფასების ხელოვნური ზრდა. ეს არის გამოწვევა და ეს ყურადღებას საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი მ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, 2004-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობა 225000 ადამიანით შემცირდა, მაშინ როცა 2014 წლიდან ეს ტენდენცია შეჩერდა და 2014-2023 წლებში მოსახლეობა 19500 ადამიანით გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, არსებობს ამბიციური გეგმები, რომ საქართველო სხვადასხვა სექტორში ჰაბი გახდეს.
როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა, ამის პერსპექტივა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანა.
გარდა ამისა, მან სამთავრობო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საზოგადოებას შემოდგომისთვის გააცნობს.

ასევე დაგაინტერესებთ