“რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?” – არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა

გუშინ, 13 დეკემბერს, პრემიერლიგის მორიგ ტურში “ლივერპულმა” “ბრაიტონი” 2:0 დაამარცხა.
ტრავმირებული ჯო გომესის ნაცვლად 26-ე წუთზე შეცვლაზე მოჰამედ სალაჰი შევიდა, რომელიც კონფლიქტის შემდეგ განაცხადში ბოლო მომენტში შეიყვანეს. “ლივერპულის” ფანებმა ეგვიპტელი ოვაციებით დააჯილდოვეს. გამოცდილმა შემტევმა მე-60 წუთზე საგოლე პასიც მიითვალა.
მატჩის შემდეგ “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს არნე სლოტს ჰკითხეს, აღმოიფხვრა თუ არა პრობლემა მასსა და სალაჰს შორის, რაზეც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ მათ შორის გაუგებრობა არ არსებობს.
“რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო? მე აქამდეც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდი. სალაჰს ისე ვექცევი, როგორც ყველა სხვა დანარჩენ ფეხბურთელს”, – განაცხადა სლოტმა.
“ლივერპულმა” ჩემპიონატზე ბოლო 4 შეხვედრიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 26 ქულით მეექვსე ადგილზეა და 20 დეკემბერს ლონდონში “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.
“ლივერპულს” ტრანსფერი პირადად ჩაუშალა, ახლა კი იქ მწვრთნელად მიდის? – სლოტის შემცვლელად გლასნერი განიხილება
[VIDEO] სალაჰი შეცვლაზე და ეკიტიკეს დუბლი – “ლივერპულმა” “ბრაიტონს” სძლია
[VIDEO] “ენფილდზე” სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ – ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს “ლივერპულის” ფანები
“უბრალოდ თქვა, რომ თამაში უნდა, ასე როგორ გაანადგურეთ?” – მერსონმა სალაჰი დაიცვა
გვარდიოლა “სიტის” დაცვის გაძლიერებას “ნიუკასლის” 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია – ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება
“ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ” – სლოტმა “სანდერლენდთან” მატჩი შეაფასა
“ლივერპული” სლოტს არ გადააყენებს
“ბინძურ სარეცხს საჯაროდ არ ფენენ” – ტიერი ანრიმ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს – “ლივერპულის” ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ