“რა პრობლემაა მერე… ეგრე არის 15 წელია და შენ რა გაინტერესებს, ეკლესიაზე ნერვიულობ?” – ასე პასუხებს “მთავარი არხის” კითხვას ხაშმის ტაძარში უნიკალური ფრესკები განადგურებაზე საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა ლომიძე. მისი თქმით, ეს ფაქტი პრობლემა არაა.
“ეგ რა არის მერე რა პრობლემაა.. არაა [არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს] ეგ არის 15 წელი იქნება და შენ რა გინდა??? რა გაინტერესებს… შენ რაზე ნერვიულობ მეთქი? ეკლესიაზე ნერვიულობ??? ხოდა ინერვიულე ცოტა, რომ რაღაც სანერვიულო გქონდეს.. ინერვიულე,” – ამბობს მეუფე ლუკა ლომიძე.
შეგახსენებთ, რომ ხაშმის ტაძარში საუკუნეების წინანდელ კედლის მხატვრობაზე ხატები მიაჭედეს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/k1u09tw5ra6l8jj-RYaxaC-300x217.png)