რა პრეტენზია აქვს მელიას ზურაბიშვილთან და რას ვერ მოსთხოვს გახარიას?

არის რამდენიმე საკითხი, რომელიც განხეთქილების ვაშლად იქცა და არის გამხლეჩი საკითხი დღეს საზოგადოებაში. ამ საკითხებთან დაკავშირებით გჭირდება მკაფიოობა, თუნდაც დარჩე შენს პოზიციაზე… არ მგონია, რომ ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები საზოგადოების წინაშე. ცოტა სიყალბის ელფერი გასდევს ამ პროცესს, რომელშიც პოლიტიკური პარტიები ვართ ჩართულები. მეც კი, მ, არ ვიცი ჩემი პოტენციური, თუ არსებული პოლიტიკური პარტნიორები აპირებენ პროცესისთვის, ნებსით თუ უნებლიეთ, ლეგიტიმაციის მინიჭებას შემოდგომაზე თუ არა. ვგულისხმობ თვითმმართველობის არჩევნებს. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო და უხეში ვიყო. ჩვენ ვამბობთ და რამდენიმე სხვა პოლიტიკური ჯგუფიც, რომ ჩვენთვის მიუღებელია ლეგიტიმაციის მინიჭება პროცესისთვის, რომელსაც ჰქვია ე.წ. . მაგრამ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ახლოსაც არ არიან სიცხადესთან და მკაფიოდ ამ პოზიციის დაფიქსირებასთან. მათ შორის, არც ქალბატონი ზურაბიშვილი, სიმართლეს გეტყვით. ზურაბიშვილის პოზიცია არ მომისმენია არჩევნებთან დაკავშირებით. თუ შეიძლება პრეტენზია მქონდეს დღეს, ვერ მექნება გახარიას პარტიასთან, რადგან ეს მათი გადაწყვეტილებაა. ამ საკითხში პოზიცია ერთიანი არ არის. ვინ გავა, არ გავა, ამას არ ვეხები. ნაწილი ამბობს და ამას გამორიცხავს, მეორე ნაწილი ამას არ გამორიცხავს. მჯერა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიაა ამ პოზიციაზე, მაშინ რატომ არ შეიძლება ამასთან დაკავშირებით პოზიციას არ აფიქსირებდე დღესვე.