რა პოზიცია აქვს წინააღმდეგობის პლატფორმას თვითმმართველობის არჩევნებზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ ს განცხადებით, ს შესახებ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია უცვლელია.
„ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე არ იქნა ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი ს ჩატარებას. ეს ორი მოთხოვნა, არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არ შეიცვლება. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, არჩევნების მიღწევა შესაძლებელია რეჟიმის რყევებით, რომელიც გრძელდება -ში თუ სხვა უწყებებში.
„რეპრესიები რომ გრძელდება და რეპრესიების ახალი ტალღა იწყება, ესეც ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია. მედიის გაკონტროლების და მედიაში სიტყვების აკრძალვის მცდელობა ორუელის წიგნიდან წამოსული რაღაც წესების შემოღების მცდელობებია, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება, რომელიც იბრძვის. პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტის ვერ მოერევიან, თუ საზოგადოებაში გაუგებრობები და გახლეჩა ვერ შეიტანეს. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ, მხნედ და გამართულად ვიდგეთ და განვაგრძოთ ბრძოლა, რომლის ბოლო უკვე მოჩანს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – უპრეცედენტო და უნიკალურია ის ამბავი, რომ ამ რაოდენობის პროტესტანტი ციხეში გაცნობიერებულად შედის, გახარიას პარტია კი გახდა რეჟიმს ნაწილი – გახარია ცდილობს, ეპატიოს ის წყენა, რაც ივანიშვილს და მის შორის არსებობდა

ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?