რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე – გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება

რადიო კომერსანტის დილის ეთერში, იურისტმა, სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა პრეზიდენტის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას უკავშირდება.
იურისტმა განმარტა, კანონმდებლობით რა საკითხებზეა შესაძლებელი რეფერენდუმის ჩატარება და რა არის ამისთვის საჭირო.
„რეფერენდუმი ეს არის საერთო სახალხო გამოკითხვა, კენჭისყრის გზით, მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად. რეფერენდუმი არის სავალდებულო ხასიათის.
რეფერენდუმსა და პლებისციტს შორის სხვაობა არის ის, რომ რეფერენდუმის შედეგებს სავალდებულო ძალა აქვს, პლებისციტი კი უბრალოდ არის მოქალაქეების აზრის გაგება.
რეფერენდუმი, როგორც არჩევნები, არის საყოველთაო, ფარული კენჭისყრის გზით და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
კანონი პირდაპირ გვეუბნება, თუ რა საკითხებზე არ ტარდება რეფერენდუმი. პირველი – კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიის მისაღებად ან გასაუქმებლად, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის ან დენონსირებისთვის, ასევე ისეთ საკითხებზე, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს. რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მას სჭირდება პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა“, – აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება და ის არგუმენტი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამო რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, არაგონივრულია. საბოლოოდ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერაა საჭირო
„რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ეს არის აუცილებლობა. აქ იკვეთება იყოფა იურისტების აზრი იმაზე, თუ რას ნიშნავს მთელი ტერიტორია. ბატონმა მ დაწერა, რომ როგორ ჩატარდება რეფერენდუმი მთელ ტერიტორიაზე, როდესაც 20% ოკუპირებულია. მინდა განვმარტო და მასაც ვუპასუხო, რომ მთელ ტერიტორიაში იგულისხმება ის ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი და შესაძლებელია ჩატარება.
ტერმინი – მთელი ტერიტორია გამოყენებულია სხვადასხვა კანონში, მაგალითად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, როცა ეს გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს მთელ ტერიტორიაზე, ასევე არჩევნებისას, საარჩევნო აგიტაცია შესაძლებელია ჩატარდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ამაში ბუნებრივია იგულისხმება მთელი ტერიტორია, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება.
შესაბამისად, ბატონი მამუკას მიერ დაწერილი სტატუსი, რომ რეფერენდუმი ვერ ჩატარდება, გონივრულ აზრს არის მოკლებული. 2003 წელს ჩატარდა ჩვენთან ბოლო რეფერენდუმი, როცა მაშინაც ქვეყნის გარკვეული ნაწილი იყო ოკუპირებული და მაშინ მოსახლეობამ მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებას და მას შემდეგ პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდა 150-მდე“, – განაცხადა იურისტმა.
მან კონკრეტულად ს ინიციატივაზე და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ ინიციატივის შესახებ პოზიციაზეც ისაუბრა.
„საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა რომ მათ შეეგროვებინათ ხელმოწერები და მიეტანათ მასთან და ამ შემთხვევაში 200 000 მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო, შეიძლება ეს ხელმოწერები შეგროვდეს, საინიციატივო ჯგუფიც შეიქმნას და ცესკომაც თანხმობა განაცხადოს რეფერენდუმის ჩატარებაზე, პრეზიდენტმა ხომ იცის, რომ საბოლოოდ პრემიერის ხელმოწერაა საჭირო. თუ პრემიერი ხელს არ მოაწერს, ეს ხომ ნიჰილიზმს გააჩენს საზოგადოებაში.
ასევე, პრეზიდენტმა რეფერენდუმის კითხვად დაასახელა, გვინდა თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება და არ გვინდა ს ჩექმა. ეს ცოტა ორაზროვანია, რადგან მან კარგად იცის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გააკეთოს ყველაფერი ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის.
რაც შეეხება მთელი ტერიტორიის საკითხს, მთავრობამ და ხელისუფლებამ შესაძლოა ისევ იმ პოზიციით გააგრძელონ, რომ მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმი ვერ ჩატარდება, აქვე განვმარტავ და შევახსენებ მათ, რომ 2003 წელს ჩატარებულია რეფერენდუმი. ასევე ბატონ პრემიერს აქვს გამოცემული წიგნი, რომელშიც წერია საკონსტიტუციო სამართლის შესახებ და ასევე როდესაც ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა 2014 წელს რეფერენდუმის საკითხი დააყენა, ჩაწეროთ თუ არა კონსტიტუციაში რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მარგველაშვილმა უარი თქვა სწორედ იმ მოტივით, რომ 20% არის ოკუპირებული, მაშინ ირაკლი მ თქვა, რომ ეს არის კონსტიტუციური ნორმის დარღვევა, რადგან მთელ ტერიტორიაზე ჩატარება არ გულისხმობს იმას, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს იმ დროისთვის ერთიანი და იგულისხმება ტერიტორია, რომელზედაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება“, – განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა.