რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, პრეზიდენტი ზელენსკი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკზე მიდის – კლიჩკო

უკრაინის დედაქალაქის, ს მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უახლოეს თვეებში პრეზიდენტმა მ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რამაც, შეიძლება, ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს , – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კლიჩკომ გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, დედაქალაქის მერის აზრით, ისევე, როგორც ომი მომდევნო წლებში, ტერიტორიული კომპრომისებიც ადვილი არ იქნება.
მისი თქმით, ზელენსკიმ, შესაძლოა, რეფერენდუმის ჩატარების გზას მიმართოს, რათა ხალხს ჰკითხოს აზრი რუსებისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ.
„მომავალი თვეები ძალიან რთული იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, მოუწევს გააგრძელოს ომი, თუ განიხილოს პუტინთან ტერიტორიული კომპრომისის შესაძლებლობა და თუ ასეა, რა ზეწოლა იქნება ამერიკიდან ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში? და როგორ უნდა ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რომლებიც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლეს ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკზე მიდის. მართალი გითხრათ, ომი უნდა მოვიგოთ, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე, კოშმარი იქნება კიდევ ორი წელი რომ მოგვიწიოს ბრძოლა.ზელენსკის, ალბათ, მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს. არა მგონია, მან შეძლოს ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა დამოუკიდებლად, სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე. მისთვის გამოსავალი, შესაძლოა, იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, როგორც ისრაელში მოხდა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზად არის დათმოს მის ხელში ცენტრალიზებული ძალაუფლება“, – აღნიშნა კლიჩკომ.
ამასთან, მისი თქმით, ომის დროს ში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მხარს არ უჭერს.
წყარო: ინტერპრესნიუსი