რა ნაბიჯებს ელის აშშ „ქართული ოცნებისგან“? – ელჩი დანიგანის პასუხი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს „ქართული ოცნების“ მხრიდან გადასადგმელ იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების „სწორ გზაზე“ დააყენებს.
ელჩის თქმით, ვაშინგტონში ტრამპის ადმინისტრაციიდან მიღებული გზავნილების გადასაცემად შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსაც.
„[მას] ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას…“ – ამბობს ელჩი.
ელჩ დანიგანი აღნიშვანს, რომ ამ შეხვედრიდან სამ დღეში „ქართლი ოცნების“ ხელმძღვანელობისგან, პრეზიდენტ ს ადმინისტრაციისთვის გადასაცემად, მიიღო წერილი, რომელიც „იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად“.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები -ზე ამბობენ იმას, რაც სიმართლე არ არის, მათ შორი „მეორე ფრონტის გახსნაზე“, რომ წინა ელჩს „რევოლუციის გაღვივება“ უნდოდა, „რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე“ და ა.შ.
„მთავრობის ბევრი მაღალჩინოსანი ხშირად ამბობს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე. მე ვთვლი, რომ ეს კომენტარი არა მხოლოდ სიმართლე არ არის, არამედ შეურაცხმყოფელია… აშშ-ის მთავრობისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველდღე საჯაროდ ამბობს რაღაც უარყოფითს აშშ-სა და დასავლეთზე“.
მან ამავე ინტერვიუში ფინანსური დახმარების, C ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნებიჯების, სწავლებებისა და ინვესტიციების გარდა, დაასახელა ის არაფინანსური სარგებელი, რასაც საქართველო აშშ-სგან იღებს:
„ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ ვართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაეროს ყოველწლიური რეზოლუციის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ, ფაქტობრივად, ხმების მოპოვებაში ვეხმარებით საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ და ევროპელები ვართ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) ძლიერი მხარდამჭერები, ყოველ რაუნდზე, მას შემდეგ რაც GID დაიწყო. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყნის აღდგენას 2008 წელს ს შემოჭრის შემდეგ. ჩვენ ხელი შევუწყვეთ სანდო შეკავების ძალის შექმნას საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვაში.
ეს არის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და მაინც, „ქართული ოცნება“ ყოველდღე საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არაფერს ნიშნავს“.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა სჭირდება სწორ გზაზე დაბრუნებას, ელჩი ასე პასუხობს:
„მე ძალიან კონკრეტული ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრთან და ძალიან კონკრეტული ვიქნებოდი ბიძინა ივანიშვილთანაც ორ ან სამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რისი გაკეთებაც მთავრობას შეეძლო.
პირველს სიამოვნებით ვამბობ ხმამაღლა: შეწყვიტეთ ანტიამერიკული რიტორიკა და დეზინფორმაცია აშშ-ზე. თუმცა, არა მგონია, ასეთი რთული იყოს ჩემი ადმინისტრაციის, ჩემი პრეზიდენტის პოლიტიკის ნახვა და იმის მიხვედრა, თუ რა ქმედებების განხორციელება შეიძლება ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
იმის თქმა, რომ ჩვენზე, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული, გავაკეთოთ რაღაც მეტი, ვიდრე უკვე გავაკეთეთ საქართველოსთვის და რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა, ჩემი აზრით, არის სტრატეგია, რომელსაც დიდად აზრი არ აქვს“.
ელჩ დანიგანთან სრული ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ რადიო თავისუფლების პლატფორმებზე.
საქართველო-აშშ-ის ბოლოდროინდელი ურთიერთობა – მოკლედ
· 2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა;
· მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
· სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
· 28 მაისს„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, უპასუხა და „გაუგებარი“ უწოდა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე, – „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“;
· ამავე დღეს, ივანიშვილის წერილამდე მცირე ხნით ადრე, შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. საელჩოს განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა ;
· ირაკლი მ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს;
· კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“;
· 21 მაისს კობახიძემ თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“;
· 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act);
· 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ექვსთვიანი წყვეტის შემდეგ აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილი დაინიშნებოდა.
· 16 ივნისს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უაიატ ტოლკი შეხვდა – ელჩ დანიგანის თანდასწრებით;
· „შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, – კიდევ ერთხელ განაცხადა საელჩომ ამ შეხვედრის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ