რა მუხლებით დაიწყო გამოძიება და რას არ ამბობს გომელაურის უწყება?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
გომელაურის უწყება არ ამბობს, ჩატარდა, თუ არა ექსპერტიზა, ვინ ჩაატარა, როდის?
როგორ დადგინდა, რომ გაუფრთხილებლობით მოხდა ნივთის დაზიანება და არა, მაგალითად, გულგრილობით? დადგენილია უკვე, რომ მილებს შორის გადაბმა ხარისხიანად იყო შესრულებული თავის დროზე და გადამოწმებული იყო ბოლო პერიოდში?
ნამდვილად მიწის მასის ზემოქმედებით დაზიანდა მილებს შორის გადაბმა?
რა მასისთვის უნდა გაეძლო მილებს შორის გადაბმას და რა მასას ვერ გაუძლო რეალურად?
შესაძლოა, გომელაურის უწყება თვლის, რომ ამის დადგენის საჭიროება არ არსებობს, ისევე, როგორც დღემდე არავინ საუბრობს იმაზე, რამდენი დღე, რამდენი საათი ისხმებოდა დაზიანებული მილებიდან ნიადაგში წყალი?
ისევე, როგორც არავინ საუბრობს იმაზე, რატომ არ კონტროლდებოდა ესოდენ სტრატეგიული ობიექტი.