“რა მოხდა სინამდვილეში პარტიაში?” – რას წერს ზვიად კუპრავა

რა მოხდა სინამდვილეში პარტიაში?
,,კვიპროსის კლუბმა” თქვა: ,,ნაციონალური მოძრაობა” თავისი გამოწვევებით და მიზნებით, უტოლდება დიდ ეროვნულ მოძრაობას. ხოლო ის რაც კეთდება, (პრეზიდენტი დასახსნელია და ა.შ.) არ არის საკმარისი მიზნების მისაღწევადო. აქ სადღაც იყო ლოგიკა. ოპოზიციაში საქმე არასდროს არ არის საკმარისი, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული. ამ მიზეზით და დიდი ეროვნული მოძრაობის საფარქვეშ, ფაქტიურად ეროვნული მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას თანამდებობაზე გამოაცხადეს ვაკანსია და მოიყვანეს ნოდარ ნათაძე. რათქმაუნდა, ნოდარი იყო საქართველოს პატრიოტი. ისევე როგორც ლევანი ნამდვილად არის პატრიოტი. მაგრამ, მაშინდელი დიდი ეროვნული მოძრაობის ლიდერად ნოდარ ნათაძე წარმოგიდგენიათ? ასევე წარმოუდგენელია ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერად . მხოლოდ ამიტომ უნდა წავიდეს ლევანი თანამდებობიდან (და არა პარტიიდან). ვინ უნდა იყოს მერაბ კოსტავა? ამაზე დღეს პასუხი არ არსებობს. მაგრამ იმ დროს ნოდარ ნათაძე რომ ვერ გაიმარჯვებდა იმპერიულ სისტემაზე, ეს დღეს საკამათო არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!