ბოლო 5 წელში მეცხოველეობის პროდუქტებიდან ქვეყანაში ხორცის წარმოება შედარებით სტაბილურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, თუ 2020 წელს საქართველოში 70 ათას ტონამდე ხორცი იწარმოებოდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 89 ათას ტონამდე გაიზარდა, წელს პირველი ორი კვარტალის შედეგებით კი ხორცის წარმოებამ 35,7 ათასი ტონა შეადგინა.
შედარებით მერყეობით გამოირჩევა რძის წარმოება. ყველაზე მეტი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ბოლო 5 წელში 2021 წელს აწარმოვა ქვეყანამ, რამაც 588 მილიონი ლიტრი შეადგინა, წინა წელს რძის წარმოება 574 მილიონ ლიტრამდე შემცირდა, წელს კი ფერმერებმა წლის პირველ ნახევარში ჯამურად 292,5 მილიონი ლიტრის რძე აწარმოვეს.
რაც შეეხება კვერცხის წარმოებას, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 674,5 მილიონი ცალი იყო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 673 მილიონამდე შემცირდა, წელს პირველ ორ კვარტალში კი ქვეყანამ უკვე 352 მილიონამდე კვერცხი აწარმოვა.
