2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ დოლარით მეტი მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით ვალის მოცულობა 8.595 მლრდ დოლარს, 2024 წლის ივნისში კი 8.701 მლრდ დოლარს შეადგენდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის ივლისში უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.434 მლრდ დოლარს შეადგენდა, ეროვნული ბანკის 377.936 მლნ დოლარს.
ამასთან, 2024 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
მსხვილი კრედიტორები 2024 წლის ივლისის მდგომარეობით:
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.304 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.619 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 526.271 მლნ დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.115 მლრდ დოლარი
რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, ყველაზე დიდი მოცულობის ვალი საქართველოს საფრანგეთის აქვს – 771.976 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა გერმანია – 590.891 მლნ დოლარით, მესამეზე იაპონია – 122.648 მლნ დოლარით. ხუთეულშია – ავსტრია – 11.694 მლნ დოლარით და რუსეთი – 11.618 მლნ დოლარით.
bpn.ge