რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან – ოპოზიციაზე

რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან – ოპოზიციაზე
„რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან.”– განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან, როდესაც ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა შეფასება.
“ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც მრავალ სეგმენტად დაიშალა. არჩევნები მოდის და დაშლილი სეგმენტები ცდილობენ რაღაც კონფიგურაციით დალაგდნენ, რაღაც შედეგამდე მივიდნენ. საერთო ამომრჩევლის გაყოფაზეა საუბარი. რაც არ უნდა კონფიგურაციები შეიცვალონ, მათი პოლიტიკური წარსული არ ქრება, არც პოლიტიკური დანაშაულებზე მოუხდიათ ბოდიში, არც პოლიტიკური ქცევა შეცვლილა. რაიმე განსაკუთრებული სიახლე, ალტერნატივა არ ჩნდება“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ – არაერთხელ გითხარით, თქვენი ომი რუსეთთან, არ არის ჩვენი ომი