რა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს კანდიდატის სტატუსი პროფესიულ განათლებას – „პროფესიული განათლების ნავიგატორი“

რა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს კანდიდატის სტატუსი პროფესიულ განათლებას, ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში თაი სიბოშვილის გადაცემა „პროფესიული განათლების ნავიგატორში“ ისაუბრეს.
ევროკავშირის პროექტის Skills for jobs უნარების განვითარებისა და ახალგაზრდობის უფროსი ექსპერტის ანასტასია ქიტიაშვილის თქმით, ევროკავშირი ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია და ეს ხელს უწყობს საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. კონკრეტულად პროფესიულ განათლებაში ევროკავშირის ჩართულობა 2008 წლიდან დაიწყო, რაც გულისხმობს, როგორც ფინანსურ ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას.
რაც შეეხება Skills for jobs-ის პროექტს, მისი თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით ტექნიკური დახმარების პროცესი არის ძალიან აქტიური, რომელიც 6 მიმდინარეობას მოიცავს, ეს არის სექტორული რეფორმების პოლიტიკის მხარდაჭერა, მეორე უნარების განვითარებაა, მესამე ახალგაზრდობის მიმართულება, მეოთხეა დასაქმების მიმართულება, მეხუთე მონაცემთა სისტემები და ანალიზი, მეექვსე კი საგრანტო სქემების მხარდაჭერა და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა.
მისი თქმით, განათლების სექტორისთვის სტატუსის მოპოვება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტების ფონდზე წვდომა შესაძლებელი გახდება, რომელიც 14 მილიარდ ევროიანია. გარდა ამისა, უკვე არსებულის გარდა, სტატუსის მქონე ქვეყანას სხვა ბევრ პროგრამაზე ექნება წვდომა.
ანა ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების როლი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესში საკმაოდ შეზღუდული იყო, ამ თვალსაზრისით ევროპული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და სტატუსის მიღებამ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა.
„ერასმუს +“ ეროვნული ოფისის კოორდინატორის საქართველოში მარიამ სულაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა რომ „ერასმუს +“ პოპულარული პროგრამაა, ბევრმა არ იცის რომ ამ პროგრამით იფარება ისეთი აქტივობები, რომელშიც ჩართულები არიან პროფესიული განათლების სექტორის წარმომადგენლები და სპორტის წარმომადგენლები. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დროს გროვდება კონტაქტები, რომელიც სამომავლო პარტნიორობისთვის აუცილებელია. პროფესიული განათლების პროგრამის ბიუჯეტი 400 000-მდე შეიძლება ავიდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროგრამის ფარგლებში პროფესიული მიმართულებით აქტიურობა დაბალია, რისი მიზეზიც ინფორმაციის ნაკლებობაა, ამიტომ იგეგმება რეგიონებში გასვლა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას, მისი თქმით, „ერასმუს +“-ის პროგრამის კუთხით ამ ეტაპზე მყისიერი ცვლილება არ არის მოსალოდნელი, ფუნდამენტური ცვლილება შესაძლოა განხორციელდეს თუ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი, რა შემთხვევაშიც დაგვერქმევა პროგრამის წევრი ქვეყანა ან თუ ასოცირების სტატუსს მიიღებს „ერასმუს +“-ის პროგრამა, ამ შემთხვევაში ცვლილება იქნება ის, რომ ქართველები შეძლებენ არა ბენეფიციარები, არამედ უკვე კოორდინატორები იყვნენ ყველა იმ პროგრამაში რასაც „ერასმუს +“ სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა