“რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის?“- კალაძე

თბილისის მერმა, მ განაცხადა, რომ ვიყავით საბჭოთა კავშირში და არ გვინდოდა, ყველა დაშტამპული სახელმწიფოებივით ვიყავით, ყველას ერთნაირი ხაზი გვქონდა.

გვინდოდა, თავისუფლები ვყოფილიყავით და დამოუკიდებლები. დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან.

დედაქალაქის მერი ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, „ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის.

“რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები. ვიყავით საბჭოთა კავშირში და არ გვინდოდა, ყველა დაშტამპული სახელმწიფოებივით ვიყავით, ყველას ერთნაირი ხაზი გვქონდა.

გვინდოდა, თავისუფლები ვყოფილიყავით და დამოუკიდებლები. დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი გვინდა.

ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ. ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი და ზოგადად, ევროპა საინტერესო.

თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? თუ ამ ფორმით უნდა ვიყოთ. წარმოუდგენელია. ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა – ფიშერი და მისი კოლეგები დიდი ხანია ელჩის კომპეტენციას გასცდნენ და ღიად ერევიან ქართულ პოლიტიკაში