რა მიზნით იყენებს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტს ყველაზე ხშირად?

საქართველოში 2024 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ოჯახების ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 2.6%-ით გაიზარდა და შინამეურნეობების 91.5% ინტერნეტი აქვს.
საქსტატის ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84.8%-მა ისარგებლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა:
ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%);
სოციალური ქსელების გამოყენება (94.6%);
ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (50.4%);
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (47.2%);
ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (46.6%);
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.1%);
ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (37.9%);
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (15.5%);
სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.8%).
ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 31.3 %-მა ინტერნეტის მეშვეობით საქონელი ან მომსახურება შეიძინა ან შეუკვეთა. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში – 37.3%-ია, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 19.9%. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 32.4 პროცენტს, კაცებისათვის კი 29.9%-ს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში – 48.4%, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში – 32.5%, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 11.4%-ია.