რა მეთოდით ჩატარდა ე.წ. რუსული კანონის ლინგვისტური ანალიზი, რომელსაც ხმაური მოჰყვა? – “სიტყვა “აგენტი“ ამოღებულია, მაგრამ “უცხოური ინტერესების გამტარებელი” სხვა არაფერია, თუ არა სინონიმური ფრაზა – აგენტი

სამ­მა ენათ­მეც­ნი­ერ­მა – მა­რი­ნე ბე­რი­ძემ, კა­ხა­ბერ გა­ბუ­ნი­ამ და ზა­ქა­რია ფურ­ცხვა­ნი­ძემ, ასე­ვე ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კი­სა და სო­ციო-ლინგვის­ტი­კის მკვლე­ვარ­მა, შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი ე.წ. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ლინგვის­ტუ­რი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რეს. სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც ავ­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქმის 2 თვე გაგ­რძელ­და, მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად შე­ას­რუ­ლეს ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. კვლე­ვის ინი­ცი­ა­ტო­რი ენათ­მეც­ნი­ე­რი მა­რი­ნე ბე­რი­ძეა, რო­მელ­საც არა­სამ­თავ­რო­ბო და მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ექ­სპერ­ტის სტა­ტუ­სით გა­მოს­ვლა სთხო­ვეს.

31 აგ­ვის­ტოს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მის განმწეს­რი­გე­ბე­ლი სხდო­მის მე­სა­მე დღეს, რო­მელ­ზეც ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, მა­რი­ნე ბე­რი­ძეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უს­ვამ­დნენ კი­თხვებს, რო­გორც მო­სარ­ჩე­ლე, ისე მო­პა­სუ­ხე მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. შე­კი­თხვა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­გორ აღიქ­მე­ბა “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია“, მა­რი­ნე ბე­რი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ამ ტი­პის შე­სი­ტყვე­ბა მხო­ლოდ უარ­ყო­ფით, მძი­მე, შე­მა­ში­ნე­ბელ ეფექტს იძ­ლე­ვა.

“ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი, თუ მას არ და­ვუ­მა­ტეთ რა­ი­მე და­დე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის სი­ტყვა, ის ვერ ინარ­ჩუ­ნებს და­დე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ბას… ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ვი­ღა­ცის, ან რა­ღა­ცის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი“, – თქვა მან.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს…

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ