„რა მაინტერესებს იცით, ამ ჭკვიანებმა, 88 პარლამენტარით პარლამენტის თავმჯდომარე როგორ აირჩიეს?“ – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
„რა მაინტერესებს იცით, ამ ჭკვიანებმა პარლამენტის თავმჯდომარე როგორ აირჩიეს?
პარლამენტის რეგლამენტის 107 მუხლის 6. პუნქტის თანახმად – “პარლამენტის თავმჯდომარის ჩატარებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორმა მესამედმა. ” !
პარლამენტმა კი ცნო 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება, მაგრამ სხდომაზე რეგისტრაცის გადიოდა 88-89 კაცი. პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორი მესამედი კი 100 დეპუტატია.
შესაბამისად, თუკი პარლამენტის რეგლამენტის 107 მუხლის მე-6 პუნქტი გვეუბნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ჩატარებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, რეგისტრაციას გაივლის პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორი მესამედი, ანუ 100 დეპუტატი, გამოდის, რომ დღეს პაპუაშვილი რეგლამენტის თანახმად არ აურჩევიათ პარლამენტის თავმჯდომარედ, რადგანაც დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია 88 პარლამეტარმა გაიარა. ვიმეორებ, გამოდის, რომ რეგლამენტის თანახმად პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, მისი, თავმჯდომარეობით მიღებული ყველა გადაწყვეტილების კანონიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.“

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში