რა კრიტერიუმით ეუბნება ხელოვნური ინტელექტი უარს ინდოელ ტურისტებს საქართველოს ვიზაზე? – სექტორი პრობლემებზე

რამდენიმე წელია საქართველოში ინდოელი ტურისტებისთვის ციფრული ვიზების გაცემის პრობლემა დგას. სექტორის წარმომადგენლები BM.GE-სთან ამბობენ, რომ გაუგებარია როცა მცირე და საშუალო ზომის ტურისტული კომპანიების კლიენტების დიდ ნაწილს ვიზის მიღების პრობლემა აქვს, როგორ ხდება რომ რიგ კომპანიებს მსგავსი პრობლემა არ ექმნებათ.