“მილანის”, “რომასა” და “იუვენტუსის” ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
გამოცდილი სპეციალისტის თქმით, “პარტენოპეი” ამ მომენტისთვის სერია A-ს მოგების ფავორიტია, რადგან ხარისხიანი ფეხბურთელები და გამარჯვების მენტალიტეტის მქონე მწვრთნელი ჰყავთ.
“ნაპოლიმ” მძიმე პერიოდი გაიარა. მაგრამ კრიზისი? “პარტენოპეის” შესანიშნავი ფეხბურთელები და ისეთი მწვრთნელი ჰყავთ, როგორიც ანტონიო კონტეა. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ახლა გუნდს ლუკაკუ და სხვა ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ, ეს “ნაპოლიზე” ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც კარგად იმოქმედებს, ამიტომ სერია A-ს ფავორიტად მათ მივიჩნევ”, – განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, “პარტენოპეი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 31 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ “ინტერს” 2 ქულით ჩამორჩება.
“პსჟ თუ “არსენალი”? – კაპელომ გამარჯვებული ივარაუდა
“120 მილიონი რაში დახარჯეს?” – კაპელომ “მილანი” გააკრიტიკა
“კვარაცხელიაზე ამის დანახვამ გამაკვირვა! მას და სხვა ფეხბურთელებს კონტემ ეს გადასცა” – კაპელო სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩას ასპარეზობაზე
კაპელო: “კვარა” პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
124 დღის შემდეგ – “ნაპოლის” რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
კაპელო: კვარაცხელია ისეთი იყო, როგორც “ნაპოლიში” პირველ სეზონში
კაპელო: იამალი მესის მსგავსი გენიოსი არ არის
“ნაპოლისთვის” მზად არ არის” – მარადონა უმცროსმა “კვარას” შემცვლელი გააკრიტიკა
[VIDEO] გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა – “უდინეზემ” “ნაპოლის” მოუგო



