რა კითხვები ქონდა ღარიბაშვილს ბურჭულაძესთან? – ყოფილი მაღალჩინოსნების შეხვედრა

ტვ პირველთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ადასტურებს, რომ მისი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების და გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ, ყოფილ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა ჰქონდა.
მედიის ცნობით, ბურჭულაძე არც იმას უარყოფს, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში გამოკითხა და გამომძიებლებმა კითხვები, მათ შორის ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც, დაუსვეს, თუმცა თან ამბობს, რომ ეს გამოძიება მას ან ღარიბაშვილს არ ეხება,
“ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, შევხვდი, ამ თემასთან დაკავშირებით აინტერესებდა, მე რა ინფორმაცია მქონდა. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ან მე, ან ყოფილ პრემიერს გვეხებოდეს”, – თქვა მან.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე სასამართლომ წინა კვირას წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ