“რა კარგი მთავრობა გვყავს, გაიხარონ”; “ამ დუჟიანებს აღარ ჯობია?!” – რა შეემთხვა აფთიაქში საბა ბუაძეს

აფთიაქში ვყიდულობ წამალს და გადახდის დროს კონსულტანტი მეუბნება:
– რეფერენტული ფასებია, მთავრობის გაკეთებული.

მე: რა კარგი მთავრობა გვყავს, გაიხარონ.

– ნამდვილად, ამ დუჟიანებს აღარ ჯობია?!

მე: რათქმაუნდა ქალბატონო, მაგათ ყველა ჯობია.

– ხოდა სანამ თქვენისთანა ახალგაზრდები არ გამოჩნდებიან მე 41-ს ვხაზავ.

მე: მაშინ დამპირდით პოლიტიკაში რო მოვალ ჩემ პარტიას შემოხაზავთ.

– კი დედი, გეფიცები ყველაფერს.
ამ დროს მეორე კონსულტანტი იგლიჯება სიცილით

ასევე დაგაინტერესებთ