რა კავშირია რუსულ კანონსა და პარკირების წესს შორის? – პაპუაშვილის 4 უცნაური შედარება

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც ისინი რუსული კანონს არ დაემორჩილებიან. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ენჯეოებს ქვეყანაში, ფაქტობრივად, ჯუნგლების კანონი სურთ და არა სამართლებრივი სახელმწიფო.
რომელიმე მოქალაქემ რომ ჩათვალოს, რომ ავტობანზე 110 კმ საათის სიჩქარის შეზღუდვაც არაკონსტიტუციურია, ამიტომ არ დაემორჩილება და ივლის 150 კმ-ს საათის სიჩქარით, ეს არის მათი წარმოდგენა სამართლიან სახელმწიფოზე? საქმეც ეს არის, რომ ამ ენჯეოების სახით და მათ უკან მდგომი დონორების სახით, რომლებიც ამ ყველაფერს ახალისებენ, რომ იყოს დამოურჩილებლობა კანონის მიმართ, ჩვენ, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ჯუნგლების კანონი და არა სამართლებრივი სახელმწიფო. ეს მოიტანა ამ ენჯეოების საქმიანობამ, რომ ისინი ნაცვლად იმისა, თუკი რამეს არ ეთანხმებიან სამართლებრივ მექანიზმებს მიმართონ, გამოდიან და ამბობენ პირდაპირ, რომ დაარღვევენ კანონს. ვიღაც გამოვა და იტყვის, რომ არ მოსწონს პარკირების წესი, ამიტომ არ დაემორჩილება, ვიღაც იტყვის, რომ წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები არ არის სწორი და არ დაემორჩილება ამ ფერებს, ვიღაც არ დაემორჩილება სხვა რაღაც წესებს. სინამდვლეში, ეს არის მათი ევროპა, – ამბობს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის