რა იქნება პრიზი პასუხის საუკეთესო ვერსიისთვის? – 6,7 მილიონი გარემოსთვის, ოპოზიციისთვის, თუ მეტროში სიარულისთვის?

პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პარლამენტის ავტოპარკის გაახლება აუცილებელია, რადგან უკვე არსებული ავტომობილები მოძველდა და შესაბამისად, უფრო ხარჯიანია.
ამასთან, პაპუაშვილი ირწმუნება, რომ გარემოზე ზრუნავს და ამიტომ ახალი ავტომობილები ჰიბრიდული იქნება.
ეს მანქანები, ავტოპარკის უმეტესობა დღეს არის ათ წელზე მეტის, 300 ათასი აქვს საშუალო გარბენი ყველას, ხარეჯი არის დიდი, ამიტომ პარლამენტმა გადაწყვიტეთ, რომ ჩავანაცვლოთ ამორტიზირებული მანქანები ჰიბრიდული ავტომობილებით, რომელსაც, ამავე დროს, ნაკლები დატვირთვა ექნება გარემოზე, – ამბობს .
ცნობისთვის, თავისი ვერსია აქვს ავტოპარკის განახლებაზე საც:
ხომ აპირებს მოსვლას მთავრობაში ოპოზიცია, აი, მათთვის გავაკეთეთ. შემდეგი მოწვევისთვის ხდება ეს ყველაფერი და ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. თუ გაქვთ შნო და უნარი, აი, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, ადექით და გაყიდეთ და იარეთ მეტროთი. მაგას პირადად მე გაგიკონტროლებთ, ამბობს ზარქუა
რა იქნება პრიზი პასუხის საუკეთესო ვერსიისთვის, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ