რა იქნება ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები?

ოპოზიციურმა გაერთიანებებმა თავიანთი შემდგომი ნაბიჯები გაახმოვანეს.
სცენაზე დღეს წარმოდგენილნი იყვნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.
ლევან ცუცქირიძემ [„ძლიერი საქართველო“] დაასახელა ოპოზიციის სამი სტრატეგია:
· ყველას უნდა ვაჩვენოთ და გავაგებინოთ გაყალბებები, რომლებიც შეასრულა მთავრობამ
· დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა აღიაროს ცესკოს შედეგები
· წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა
„იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და არ დამარცხდება“, – აღნიშნა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ „ერთი კალენდარული დღე არ ჩაივლის უპროტესტოდ და ეს უნდა გახდეს მძლავრი მოძრაობა, რომელიც დაანგრევს რეჟიმს“
· „ხვალ, 14 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით“ – მელია
„გეგმა ვართ ჩვენ, გავიმარჯვეთ – გაყალბების მიუხედავად. ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მოედება მთელ საქართველოს. უნდა ვიაროთ უბან-უბან, კარდაკარ, და ვუთხრათ ხალხს – გამოდი, შემომიერთდი, იმიტომ, რომ ქვეყანა განსაცდელის ზღვარზეა. გეგმა არის ერთად ყოფნა, სიმტკიცე, არდანებება“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია:
· ითხოვს ახალი არჩევნების დანიშვნას, არ აღიარებს მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას
· დაიწყებს წინააღმდეგობის მოძრაობას და შლის მის ფრონტს ჯერ თბილისში, შემდეგ მთელ საქართველოში
· ყველაფერს აკეთებს ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი