რა იქნება ათასლარიანი პენსიის ფინანსური ბაზა? – მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძის თქმით, ეს არის ცხრაპუნქტიანი მოთხოვნების შესრულება, რომელიც ქვეყანას ძალიან სწრაფად გააწევრიანებს ევროკავშირში.
ათასლარიანი პენსია, რომლის ბაზა იქნება სამართლიანი დაბეგვრა სათამაშო და კაზინოების ბიზნესის. ეს არის 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, სადაც ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ ახალ პროექტებს, როგორიც არის ანაკლია, ანაკლიის ქალაქი, ქუთაისის გარშემო, კახეთი, იმერეთი და ასე შემდეგ, გვაქვს ეს გაწერილი. ამ პროექტებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამას დავიწყებთ პირველივე სამ კვირაში ანუ ამ პროცესს და ამ კანონმდებლობაში ცვლილებებს დავიწყებთ პირველივე სამ კვირაში. და სხვა პარტიები ალბათ იძლევიან დაპირებებს, მაგრამ ჩვენ, ძლიერი საქართველო, ვიღებთ ვალდებულებებს. ორი სხვადასხვა რაღაცაა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს, რომ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ