რა ისაუბრეს ბლინკენმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს შესახებ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბაროტმა შეხვედრისას საქართველს საკითხიც განიხილეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა ისაუბრა დემოკრატიის უკუსვლაზე საქართველოში და იმ სანქციებზე, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერებს დაუწესდათ.
ბლინკენის თქმით, როგორც -ს, ისე საფრანგეთისა ხედვა ერთმანეთს ემთხვევა – მათ აშფოთებთ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები და ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები მოქალაქეების მიმართ, არჩევნებთან დაკავშირებული კითხვები და ა.შ
“ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს შესახებაც. აშშ-ც და საფრანგეთმაც დაინახა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა. ეს ღრმად შემაშფოთებელია. არა მხოლოდ დემოკრატიის უკუსვლა, არამედ გადახვევა ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებისგან. მისწრაფება, რომ ააშენონ მომავალი, რომელიც უფრო და უფრო დაუახლოვდება ევროპას. ასე რომ, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ უკუსვლა; დავინახეთ რომ მთავრობა მოქმედებს იმ ხალხის ნების წინააღმდეგ, რომლებსაც უნდათ რომ წარმოადგენდნენ; ვნახეთ არჩევნებს, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა; ვნახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცდილობენ ისაუბრონ თავისუფლად და ხმამაღლა, ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები: ჩვენ დავასანქცირეთ “ქართული ოცნების” ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებს; შევაჩერეთ ამერიკული დახმარების პროგრამები საქართველოს მთავრობისთვის; ეუთოს თითქმის ყველა პარტნიორთან, მათ შორის, საფრანგეთთან ერთობლივად ავამოქმედეთ ვენის მექანიზმი, რათა ცხადი ყოფილიყო ის ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს გამოხატვისა და მოქმედების თავისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებაში, უნდა შეიცვალოს. ასე რომ, აშკარად ერთიანია ჩვენი – აშშ, საფრანგეთის, ბევრი სხვა ქვეყნის მიზნები, როცა ვდგავართ საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინ”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
დღეს, აშშ-ს კონგრესში წარადგენენ “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”. კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი არიან. კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებას უკრძალავს, “ქართული ოცნება” საქართველოს ხელისუფლებად აღიაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

მდინარაძე: საგაზაფხულო სესიის პირველი კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია