რა ინფორმაცია აქვს შემოსავლების სამსახურს არასამთავრობო სექტორის გრანტებთან დაკავშირებით – განმარტება

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი, ლევან დგებუაძე განმარტავს, რა ინფორმაცია აქვს სამსახურს არასამთავრობო სექტორის გრანტებთან დაკავშირებით. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. რუსულ კანონს განიხილავენ, ლევან დგებუაძემ განაცხადა, რომ სამსახურს არ აქვს სრული მონაცემები გრანტების ხარჯებთან დაკავშირებით და უწყებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის თუ წარდგენილი ანგარიშფაქტურების ნაწილში.
„საშემოსავლო გადასახადი, რაზეც საუბარი იყო არის ხარჯის ერთი ნაწილი, რასაც ძირითადში ხელფასებს ვუწოდეთ. ეს არაა სრული ხარჯი რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე, შემოსვლების სამსახურს ვერ ექნება სრული ინფორმაცია, სრულ თანხაზე, რაზეც არის გრანტი დამტკიცებული. მეორე, რაც თქვენ ახსენეთ, ელექტრონული დოკუმენტები, ეს არის ელექტრონული ზედნადები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა. ამ ანგარიშფაქტურების წარდგენა ხდება და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გრანტის მიმღებს უნდა, რომ ისარგებლოს შეღავათით, 3 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს ხარჯვის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურები, ხელშეკრულებასთან ერთად და მხოლოდ ამ ნაწილში ხდება ჩვენთვის ცნობილი ინფორმაცია. არც ერთი და არც მეორე ბუნებრივია არაა სრული ინფორმაცია და შესაბამისად, ინფორმაცია სრულ ხარჯვაზე, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია“, – განაცხადა დგებუაძემ.
წყარო: Bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა