რა ინიციატივებს გვთავაზობს McDonald’s გარემოს დაცვისთვის?

ერთად ვიზრუნოთ გარემოზე – პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ!
“მაკდონალდსი” განაგრძობს კამპანიას „პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ“ და მომხმარებელს გარემოს დაცვის კუთხით მორიგ ეკომეგობრულ მწვანე ინიციატივებს სთავაზობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მუდმივ ძალისხმევას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ “მაკდონალდსის” „მწვანე ინიციატივები“ მრავალ ასპექტს მოიცავს. “მაკდონალდსი” ამცირებს პლასტმასის გამოყენებას და ეტაპობრივად ანაცვლებს ბიოდეგრადირებადი შეფუთვებით. ნარჩენების შესამცირებლად ამოღებულია პლასტმასის თავსახური რესტორანში შეკვეთილი გამაგრილებელი სასმლიდან. პლასტმასის საწრუპებს კი, მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში სთავაზობენ მომხმარებელს.
მნიშვნელოვანია, რომ “მაკდონალდსში” ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვა უკვე 100%-ით ეკომეგობრულია. მაგალითად, მაკდონალდსის ყველა რესტორანში სალათებისა და მაკფლარის პლასტმასის შეფუთვა ქაღალდის შეფუთვით ჩანაცვლდა. ამასთან, პლასტმასის კოვზებსა და ჩანგლებს ეტაპობრივად ხისგან დამზადებული, სრულად ბიოდეგრადირებადი კოვზებითა და ჩანგლებით ანაცვლებენ.
“მაკდონალდსის” რესტორნებში მონტაჟდება ჰიპოალერგიული მწვანე ხავსის კედლები, რაც დეკორატიულ დანიშნულებასთან ერთად, ცოცხალი მწვანე კედლები გარემოს ტენიანობას უნარჩუნებს და ე.წ. Carbon Footprint-ის შემცირებასაც უწყობს ხელს. მაგალითად, ქუთაისის დრაივსა და მარჯანიშვილის რესტორნის ტერასაზე დამონტაჟებული მწვანე ხავსის კედლები ასუფთავებენ ჰაერს და ქმნიან ჯანსაღ გარემოს. პროცესი გრძელვადიანია და ცოცხალი მწვანე კედლების მონტაჟი “მაკდონალდსის” სხვა რესტორნებშიც ეტაპობრივად გრძელდება. “მაკდონალდსის” რესტორნებში განახლებული მწვანე კედლები ყოველდღიურად გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. აღნიშნული ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ “მაკდონალდსი” ცდილობს გააუმჯობესოს თავისი გარემოსდაცვითი პრაქტიკა და ამავდროულად შექმნას უფრო სასიამოვნო გარემო მომხმარებლებისთვის, რაც პოზიტიური ნაბიჯია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
„ეკოლოგიაზე ზრუნვას ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად ვთვლით, რადგან თანამედროვე მსოფლიოში გარემოსდაცვითი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა. კომპანიის „მწვანე ინიციატივები“ სწორედ პლანეტის დაცვასა და მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული და მრავალ ასპექტს მოიცავს. მაკდონალდსის უზარმაზარი მასშტაბის ოპერირების მიუხედავად, ცდილობს რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ზეგავლენა. ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენება, ეკომეგობრული სათამაშოები თუ სხვა მწვანი ინიციატივა, რომელსაც მაკდონალდსი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია დიდი, უკეთესი ცვლილებებისკენ. ჩვენი საყვარელი მომხმარებლების ჩართულობით, იმედი გვაქვს, ერთად შევძლებთ ჯანსაღი გარემოს შექმნას ყველასთვის“, – აღნიშნავს „მაკდონალდს საქართველოს“ დირექტორი თენგიზ კაპანაძე.
მაკდონალდსის უმნიშვნელოვანესი აუდიტორია ბავშვები არიან, ამიტომ მომავალ თაობაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა. შესაბამისად, ჰეფი მილის პლასტმასის სათამაშოები სრულად ბიოდეგრადირებადი, ეკოლოგიურად სუფთა შაქრის ლერწმისგან, ქაღალდის და გადამუშავებული პლასტმასით დამზადებული სათამაშოებით შეიცვალა. ეკომეგობრული სათამაშოები, რომელიც 100%-ით უსაფრთხოა პატარებისთვის, არა მხოლოდ ართობს მათ, არამედ ხელს უწყობს მათ ეკოლოგიურ განათლებას, ადრეული ასაკიდან აყალიბებს გარემოზე ზრუნვის კულტურას.
მნიშვნელოვანია, მაკდონალდსის ინიციატივა რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართულებითაც. ყოველი რესტორნის მასშტაბით გროვდება და მუშავდება გადასამუშავებლად ვარგისი ქაღალდის ნარჩენები, ე.წ მუყაო. ქაღალდის გადამუშავება ამცირებს ახალი ქაღალდის წარმოების საჭიროებას, რაც იცავს ტყეებსა და ენერგიას.
მაკდონალდსი ცდილობს გააერთიანოს ბიზნესის ინტერესები და სოციალური პასუხისმგებლობა. კომპანია ცდილობს პოზიტიური გავლენა მოახდინოს მომხმარებლების, განსაკუთრებით კი, ბავშვების, ეკოლოგიურ ცნობიერებაზე, ამავდროულად, ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და ამავდროულად ზრდის საზოგადოების ცნობიერებას გარემოსდაცვით საკითხებზე.
მაკდონალდსი არ აპირებს შეჩერებას და მომავალშიც გეგმავს ინოვაციური ეკომეგობრული ინიციატივების განხორციელებას. კომპანიის ხედვით, მდგრადი განვითარების გზაზე, მომხმარებლების აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე – პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ!“
იხილეთ მეტი: https://www.mcdonalds.ge/ge/csr