რა იგულისხმება გზავნილში – „შუა უნდა შეიკრიბოს“

„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე განმარტავს, რა იგულისხმება გზავნილში – „შუა უნდა შეიკრიბოს“, რომელიც „ლელოს“ თავმჯდომარე მ Facebook-ზე დაწერა 22 ნოემბერს.
2011 წელს “ქართული ოცნებისა” და ს გზავნილი იყო „შუა უნდა გაიკრიფოს“ და ყველამ ზუსტად გაარკვიოს, მას უჭერს მხარს თუ — მიხეილ სააკაშვილს.
ირაკლი კუპრაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“ შინაარსობრივი პოლიტიკური გზავნილია, რომელიც კონკრეტულ სტრატეგიას გამოხატავს.
„ივანიშვილს ჰქონდა უზარმაზარი ძალისხმევა და ქმედებების კასკადი ამ გზავნილის საწინააღმდეგოდ და ჩვენ ვამბობთ სრულიად განსხვავებულ შინაარსს, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ სტრატეგიას, პოლიტიკურ გადაწყობას, მათ შორის მოქალაქეების ქმედების ხასიათს და მათ ჩამოყალიბებას რიგ პრეფერენციებთან დაკავშირებით და ა.შ“, – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
როგორც კუპრაძე ამბობს, გზავნილი – „შუა უნდა შეიკრიბოს“ – საზოგადოების იმ ნაწილს მიემართება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობითა“ და „ქართული ოცნებით“ იმედგაცრუებულები არიან.
კუპრაძის თქმით, ამ გზავნილში პარტიების გაერთიანებაზე მინიშნება არაა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, პოლარიზებამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო, პოლიტიკური ველიდან ალტერნატიული პოლიტიკური ძალის ცენტრები გააქრო და „ლელოს“ სწორედ ამის დაბრუნება მიაჩნია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესად.
„მთავარი მიმართება არის საზოგადოებასთან და არა პოლიტიკურ პარტიებთან. საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ორი კრიტერიუმი არსებობს ალტერნატივის გამორჩევის: პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აჩვენოს განსხვავებული შინაარსი და საზოგადოება უნდა დააკვირდეს და გამოარჩიოს ალტერნატივად კონკრეტული პარტია. „ლელო“ საკუთარ თავს ამ ალტერნატივად მოიაზრებს, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ამ სივრცეში. დაახლოებით, 50% ამ ქვეყანაში ამბობს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ მათ ინტერესებს არ გამოხატავს და პირიქით ეწინააღმდეგება. ეს გზავნილი, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“ არ ეხება პოლიტიკურ პარტიებს და არ მოუწოდებს მათ გაერთიანებისკენ. გაერთიანება არ იქმნება ავტომატურად პარტიული გადაწყვეტილებით, არამედ ამ ერთობის დაკვეთა მოდის საზოგადოების მხრიდან. საზოგადოებამ უნდა გასცეს ეს დაკვეთა თავის განწყობებით. ჯერჯერობით ამაზე ფიქრი ადრეა. არჩევნებამდე 1 წელია დარჩენილი, რაც საკმაოდ დიდი დროა, რომ საზოგადოების დაკვეთა ზუსტად გამოიკვეთოს და შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება“, – აცხადებს ნეტგაზეთთან ირაკლი კუპრაძე.
როგორც ირაკლი კუპრაძე ამბობს, „ლელო“ არც ამ ეტაპისთვის განიხილავს პარტიულ გამსხვილებას და არც უახლოეს მომავალში გეგმავს სხვებთან გაერთიანებებს.
22 ნოემბერს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს!“
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს განაცხადა, რომ „შუა უნდა გაიკრიფოს“ და ყველამ ზუსტად გაარკვიოს, მას უჭერს მხარს თუ — სააკაშვილს.
„ჩემთვის პრინციპულია, მოხდეს პოლარიზება“, — თქვა ივანიშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის Facebook-ის პოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“. გიგა ბოკერიას თქმით, ყველა პროდასავლურ ძალას პირველ რიგში სათითაოდ გაძლიერება სჭირდება, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და პროდასავლურ პარტიებს ჯამი აქვთ გასაზრდელი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მოსწონს პარტია „ლელოს“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია – „შუა უნდა შეიკრიბოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

კოკა მორგოშია: ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც