რა თქვეს საქართველოზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა – მინისტერიალ დასრულდა

რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირს მიღმა ტოვებს – ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შემდეგ საქართველოს შესახებ გაჟღერდა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა “ცხადად და კონკრეტულად, რომ თუ “ქართული ოცნება” თავის კურსს არ შეცვლის, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.
“საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ვისმენთ მოულოდნელ განცხადებებს, თითქოს, რომ ეს [რუსული] კანონი ქვეყანას აახლოებს ევროკავშირთან. მკაფიოდ მინდა ვთქვა – არა! არა! ეს კანონი და მისი თანმდევი ყველა უარყოფითი მოვლენა საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან. შეუძლებელია ამის თქმა უფრო ცხადად და ლაკონიურად. ეს საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან”, – განაცხადა ჯოზებ ბორელმა.
მან სინანული გამოხატა იმის გამოც, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ბორელის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის კურსს, საქართველოს არ ექნება პროგრესი ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე.
“ვხედავთ, რომ პოლიტიკის ამგვარი დინამიკა ეწინააღმდეგება საქართველოს დიდი უმრავლესობის სურვილის. მინისტრების უმრავლესობაც ნათლად აცხადებდა, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება და თუ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველოს ვერ ექნება პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ.
გარდა ამისა, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ასევე, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და მედიის მხარდაჭერას. მათ შორის, დეზინფორმაციასთან ბრძოლის საქმეში.
“გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას. მათ შორის, შევამცირებთ პოლიტიკურ კომუნიკაციას საქართველოს მთავრობასთან. ეს მოხდება დაუყოვნებლივ. ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას და მივიღებთ დამატებით ზომებს სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში”, – ამბობს ევროკავშირის მთავარი დიპლომატი.
მინისტერიალის დაწყებამდე ჟოზეფ ბორელმა ცალსახად განაცხადა, რომ მათი მიზანი არაა საქართველოს მოსახლეობის დაზარალება. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ საბჭო განიხილავს იმ მოკლე, თუ გრძელვადიან სანქციებს, რაც შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესდეს.
იგივე აზრზეა ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც. მისი თქმით, თუ საქართველოს არ ექნება პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, 24 ივნისს, ლუქსემბურგში გამართულ საბჭოს სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა, განიხილეს ს მიმართ სანქციების მე-14 პაკეტი. ასევე, ში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბანლაკეთში განვითარებული მოვლენები.
ამავე თემაზე:
· „საპასუხო ზომები მთავრობისა და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“ — ევროკავშირის მინისტერიალი
· რა სანქციებს დაუწესებს EU “ოცნებას”? – “რადიო თავისუფლებამ” ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!