რა თქვა ნინო სუხიშვილმა Tbilisi Open Air -ის სცენაზე

წელს Tbilisi Open Air 24 მა­ისს გა­იხ­სნა. ფეს­ტი­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით დაბ­რუნ­და და 24-25 მა­ისს ტრა­დი­ცი­უ­ლად Lisi Wonderland-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა. წინა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­მომ­სვლელ­თა სი­ა­ში უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მსმე­ნე­ლი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ტი­ვე­ბის გა­მოს­ვლებს ის­მენ­და. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბია გახ­ლდათ.

სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის იყ­ვნენ: პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ნანი ბრეგ­ვა­ძე, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, გი­უ­ლი ჩო­ხე­ლი და გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი…

25 მა­ისს ნინო სუ­ხიშ­ვი­ლის მიერ სცე­ნი­დან წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო…

“ჩვენ ვართ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, დი­დე­ბა უფალს! ჩვე­ნი დასი ემიჯ­ნე­ბა იმ სი­ტყვას, რო­მე­ლიც აქ გაჟ­ღერ­და, რო­მე­ლიც მკრე­ხე­ლუ­რი იყო ჩვე­ნი გა­გე­ბით. ჩვენ ამას არ ვე­თან­ხმე­ბით, ჩვე­ნი დე­ვი­ზი ყო­ველ­თვის იყო – ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა…“

ამ ნათ­ქვამ­მა ბევ­რი და­აბ­ნია, კონ­კრე­ტუ­ლად ვის გა­მოს­ვლას გუ­ლის­ხმო­ბად ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა. ზოგს ეგო­ნა, რომ ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ნამ­ღე­რი ტექ­სტე­ბი არ მო­ე­წო­ნა, ზოგს – სხვა ვერ­სია ჰქონ­და.

თუ ვის სი­ტყვას ემიჯ­ნე­ბო­და და მი­აჩ­ნდა მკრე­ხე­ლო­ბად, ამის გა­სარ­კვე­ვად თა­ვად ნინო სუ­ხიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

“ჩემს ნათ­ქვამ­ში იგუ­ლის­ხმე­ბო­და არ­ჩილ გუ­ლე­და­ნის ნამ­ღე­რი სიმ­ღე­რის ტექ­სტი, და გთხოვთ მეტი შე­კი­თხვე­ბით ნუ შე­მა­წუ­ხებთ, შე­უძ­ლოდ ვარ, გავ­ცივ­დი გუ­შინ“.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ ის გუ­ლის­ხმობ­და “მწვა­ნე ოთა­ხის” საკ­მა­ოდ ძველ სიმ­ღე­რას “MAMA”, რო­მე­ლიც “იუ­ი­თუბ­ზე” ჯერ კი­დევ 2013 წელს არის ატ­ვირ­თუ­ლი. სიმ­ღე­რის ტექ­სტი რამ­დე­ნი­მე არა­ე­თი­კურ ფრა­ზას შე­ი­ცავს, ნახ­სე­ნე­ბია “ჯვრე­ბი”, “შავი ჯი­პე­ბი” და ძი­რი­თა­და­და საბ­ჭო­თა და რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.