რა თანხის დაზოგვას შეძლებს “ცელსიუსის” მომხმარებელი? – საახალწლო აქცია დაიწყო!

რა თანხის დაზოგვას შეძლებს “ცელსიუსის” მომხმარებელი? – საახალწლო აქცია დაიწყო!
გათბობა–გაგრილების კომპანია „ცელსიუსი” ზამთრის ცივი დღეების კომფორტულად გასატარებლად, საახალწლო აქციას ახვედრებს მომხმარებელს.
სითბო, კომფორტი, თანამედროვე, ხარისხიანი, ენერგოეფექტური პროდუქტი – რა შეიძლება უკეთესი აჩუქო თავს და საყვარელ ადამიანებს ახალ წელს?
კიდევ ერთი საჩუქარი, რაც მომხმარებელს “ცელსიუსში” დახვდება, დაზოგილი თანხაა:
გარდა ამისა, მოქმედებს კიდევ ერთი აქცია – ცელსიუსის სპეციალური შეთავაზება, განაახლე, შეცვალე ნებისმიერი გათბობის ქვაბი და დაზოგე 700 ლარამდე თანხა!
ცელსიუსის მარკეტინგის მენეჯერი ავთანდილ მეგრელიშვილი:
ჩვენთან შეძენილი ქვაბის სერვისს ჩვენი კომპანიის წარმომადგენლობა, 5 წლის განმავლობაში ეწევა უფასოდ. უმოკლეს დროში მივდივართ და პირველ რიგში, ვამოწმებთ, რა შეიძლება იყოს პრობლემა, ადგილზე შეიძლება გადაწყვეტა, თუ არა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენი სერვისი საქართველოში საუკეთესოა და გეტყვით რატომაც:
ჩვენთან მუშაობენ ოფიციალური სტატუსის მქონე ხელოსნები, ისინი გადამზადებას და სერტიფიცირებას გადიან იტალიაში, არისტონის ქარხანაში;
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ლაბორატორია, რომელიც ასევე დაკომპლექტებულია საუკეთესო გუნდით და აპარატურით, შესაბამისად, დიაგნოსტირება უსწრაფესად ხდება.
რადგან ცელსიუსი არისტორნის ოფიციალური წარმომადგენელია, პროდუქციასთან ერთად მუდმივად შემოგვაქვს ნაწილები და მუდმივად გვაქვს მარაგში, როცა კლიენტს სჭირდება ნაწილი, მაშინ არ ვიწყებთ გამოწერას და ყიდვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაზიანებული ნაწილის გამოცვლა ხდება ახალი ნაწილებით და არა – მეორადით, მაგალითად, თუ საცირკულაციო ტუმბო დაზიანდა, სხვა ქვაბიდან არ ვიღებთ ამ ტუმბოს, ახალით ვცვლით. არისტონი თავად გვავალდებულებს, რომ ნაწილები მუდმივად გვქონდეს მარაგში.

ასევე დაგაინტერესებთ