საქართველოში საახალწლო სუფრის მომზადება, ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, თითქმის ყველა ოჯახში გარდაუვალ აუცილებლობად ითვლება. რა თანხებშია, შესაძლებელი საახალწლო სუფრის მომზადება – ამის გარკვევას „კომერსანტი“ აგრარულ ბაზარში, სუპერმარკეტებსა და ე.წ უბნის მაღაზიებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეეცადა. ფასები დათვლილია 27 დეკემბრის მონაცემებით.
ახალი წლის მთავარ კერძად საცივი ითვლება, შესაბამისად დავიწყოთ საცივით.
ინდაურის ფასი საშუალოდ 1 კგ-ზე 22-30 ლარს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში 1კგ ინდაურის ფასი 40 ლარსაც აღწევს. (ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ინდაურის ფასი იზრდება)
ნიგოზი – 1კგ ნიგვზის ფასი საშუალოდ 23 ლარიდან იწყება, მარკეტებში მისი ფასი 25 ლარია, ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ქსელურ ჰიპერმარკეტებში 30 ლარიდან იწყება და 40 ლარამდეც ადის.
1 კგ ქათმის ხორცის ფასი 11 ლარია, 1 ცალი ქათმის ფასი ქსელურ მარკეტებში საშუალოდ 22-ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს
რაც შეეხება გოჭს მისი ფასი 165 ლარიდან იწყება. 1 კგ გოჭის ხორცი საშუალოდ 30- 35 ლარია. ზოგიერთი ობიექტი მომხმარებელს პირდაპირ გამზადებულ და შემწვარ გოჭს სთავაზობს, რომლის ფასი ასე გამოიყურება.
5 კგ – 165 ლარი – შემწვარი მასა 3.5 კგ
6 კგ – 185 ლარი – შემწვარი მასა 4.2 კგ
7 კგ – 205 ლარი – შემწვარი მასა 4.9 კგ
8 კგ – 225 ლარი – შემწვარი მასა 5.6 კგ
9 კგ – 245 ლარი – შემწვარი მასა 6.3 კგ
10 კგ – 265 ლარი – შემწვარი მასა 7 კგ
1 კგ ღორის სამწვადის ფასი 24 ლარიდან იწყება
1 კგ საქონლის ხორცის ფასი 22.95 ლარია
1 კგ ხბოს ხორცი ფასი 31.90 ლარიდან იწყება და 35 ლარამდე ადის
რაც შეეხება ყველს, 1 კგ ნედლი იმერული ყველის ფასი 25-28 ლარია, ხოლო იმერული ყველი საშუალოდ 18 ლარი ღირს.
სულგუნის ფასი 22 ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს.
800 გრამიანი შებოლილი სულგუნი კი 28 ლარი ღირს.
თუ საახალწლო სუფრისთვის ხაჭაპურის გამოცხობას გადაწყვეტთ, 1კგ ასაწონი ფქვილის ფასი 1,75 ლარია, ხოლო შეკვრაში დაფასოებული 1 კგ ფქვილი საშუალოდ 4.50 ლარი ღირს.
1 კგ იმპორტირებული კიტრის ფასი 3 ლარიდან – 5 ლარამდე მერყეობს, ხოლო 1 კგ ხორკლიანი კიტრის ფასი 5 ლარია.
მარკეტებში 650 გრამი წითელი პომიდვრის ფასი 6-დან 10 ლარამდეა. ხოლო 1 კგ ვარდისფერი პომიდორი 7 ლარი ღირს, რაც შეეხება პომიდორ „ჩერის“ მისი ფასი 650 გრამზე 4 ლარიდან 12 ლარამდეა.
რაც შეეხება სალათა „ოლივიეს“ მოსამზადებელ ინგრედიენტებს:
1 კგ კარტოფილი ფასი 1.50 ლარიდან იწყება და 2 ლარამდეა.
1 კგ სტაფილოს ფასი 2 ლარიდან იწყება და 4.40 ლარია
კონსერვირებული ბარდის ფასი 4.25-იდან იწყება და ზომის მიხედვით იზრდება.
600 გრამიანი კიტრის მწნილის ფასი 6.50 ლარიდან იწყება. 10 ცალი კვერცხის ფასი – საშუალოდ 5 ლარია. 200 მლ-იანი მაიონეზის ფასი 4-5 ლარია.
100 გრამი კამის ფასი 1.70 ლარია.
200 – 250 გრამი მწვანე ხახვის ფასი 2.70 ლარია.
გაყინული თევზის ფასი კგ-ზე საშუალოდ 12 ლარიდან იწყება, რაც შეეხება კალმახის ფასს 1კგ -ზე 21 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ცალი 1,5-1,7 კგ-იანი ორაგულის ფასი 72 ლარია.
ხილი
1კგ ბანანი 5-8 ლარი ღირს
1კგ მანდარინის ფასი 3,50 ლარიდან წყება და 7 ლარამდეც ადის
1კგ ფორთოხლის ფასი 3 ლარიდან იწყება და 6 ლარამდე ადის
1 კგ კივი 6-7 ლარი ღირს
1 კგ ვაშლი 4 ლარიდან იწყება და 7 ლარამდეა
1 ცალი ანანასის ფასი 10 ლარია, ხოლო ანანასი Gold 25 ლარი ღირს.
საახალწლო სუფრის მთავარი ნუგბარის – ჩურჩხელის ფასი 3 ლარიდან იწყება და 9 ლარამდეც ადის.
გოზინაყის მოსამზადებელი თაფლის ფასი (1კგ) საშუალოდ 25 ლარიდან 40 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მზა გოზინაყი 250 გრამიან შეფუთვებში 18 ლარიდან 25 ლარამდე დაგიჯდებათ.
შოკოლადის კანფეტის ფასი 1 კგ-ზე საშუალოდ 15-40 ლარის ფარგლებში მერყეობს.
1 ბოთლი ღვინის ფასი მინიმუმ 6 ლარიდან იწყება, ცქრიალა ღვინის ფასი 12 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ლიმონათს მისი ფასი (0,5ლ) 1.5 ლარიდან იწყება
