რა თანხას ხარჯავს “ოცნება” საპროტესტო აქციებისთვის პოლიციელების მობილიზებაში?

რა თანხას ხარჯავს “ქართული ოცნება” საპროტესტო აქციებისთვის პოლიციელების მობილიზებაში – “რადიო თავისუფლების” კვლევის თანახმად, 2024 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მოყვანილი სამართალდამცველების ლანჩისთვის 15 დღეში ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა.
“რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ სამინისტრომ თითოეულ დღეს 200-იდან 9-ათასამდე პოლიციელი გამოკვება.
ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული კანონის რეინიცირებამდე პოლიციელთა საკვების შესასყიდად ტენდერი 10 დღით ადრე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობას, მხოლოდ და მხოლოდ, შპს “ევროპული საცხობი” იღებს და იურიდიული კომიტეტის სხდომის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ 150-ათასლარიან კონტრაქტს უფორმებს.
პირველი პარტია, ანუ ლანჩის 6 000 ნაკრები სამინისტრომ 17 აპრილს წაიყო, თუმცა როგორც “რადიო თავისუფლებამ” დაადგინა, “ევროპელ საცხობს” პოლიციელების მენიუში “კოკა-კოლა” ჰქონდა გათვალისწინებული, მაგრამ 17 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით შს სამინისტრო “პეპსის” ყიდულობს.
როგორც “ევროპული საცხობის” წარმომადგენელი, მაკა ქიქოძე “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, 15 აპრილს -დან ოფიციალური იმეილი მიიღო, სადაც სამინისტრო სთხოვდა, “კოკა-კოლა” “პეპსით” ჩაენაცვლებინა.
ხელშეკრულებაში ცვლილება 19 აპრილს შედის და “კოკა-კოლა” “პეპსით” ოფიციალურად იცვლება. დოკუმენტების მიხედვით, გომელაურის უწყებას აქციებზე მყოფი სამართალდამცავებისთვის, ჯამურად, დაახლოებით, 85 ათასი “პეპსი” აქვს შეძენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”