რა თანხას გამოიმუშავებს ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემთხვევაში

ილია თოფურია, UFC 317-ის ეგიდით, ჩარლზ ოლივეირას შეხვდება და ქამრის მოპოვებას შეეცდება.
სპეციალისტთა და ბუკმეიკერთა აზრით, თოფურია აშკარა ფავორიტად ითვლება. საინტერესოა, რა თანხას გამოიმუშავებს ქართველ-ესპანელი იმ შემთხვევაში, თუკი ოლივეირას დამარცხებას შეძლებს.
The Sports Rush-ის ცნობით, თოფურიასთვის ეს ყველაზე ძვირი არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ბრძოლა შეიძლება იყოს.
კერძოდ, მისი პოტენციური შემოსავალი, მხოლოდ ბრძოლის მოგებისთვის ნახევარ მლნ დოლარს გადააჭარბებს, რასაც სპონსორების ბონუსები და სხვადასხვა თანხებიც დაემატება. შესაბამისად, დიდი შანსია, ჯამურმა საპრიზო თანხამ 1 მლნ აშშ დოლარს მიაღწიოს.
შეგახსენებთ, UFC 317-ზე, მსუბუქი წონითი დივიზიონის ეგიდით, თოფურიასა და ოლივეირას ბრძოლა 29 ივნისს, თბილისის დროით, დაახლოებით დილის 08:00 საათიდან დაიწყება.
bpn.ge