რა ზარალი მიადგა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” მაღაროების გაჩერების შემდეგ?

კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” BM.GE-სთან იმ ზარალის შესახებ საუბრობს, რაც კომპანიას კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები გაჩერების შემდეგ მიადგა.
მათი განმარტებით, ჭიათურის საწარმოების 60% გაჩერებულია, შესაბამისად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციით მომარაგება ვერ ხერხდება. ამ პირობებში ხელფასების გადახდა როდემდე იქნება შესაძლებელი, არ იციან.
“მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ჯგუფებმა გააჩერეს კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები და დაარღვიეს მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები, მომპოვებელი საწარმოების მდგომარეობა გაუარესდა. ყოველთვიურად კომპანიის ხარჯი საშუალოდ 15 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც სახელფასო ფონდი 9 მილიონი ლარია, შემოსავალი კი სულ რაღაც 4.5 მილიონ ლარს შეადგენს.
ამ პირობებში არ ვიცით, როდემდე შევძლებთ ხელფასების გადახდას. მას შემდეგ, რაც ჭიათურის საწარმოების 60% გაჩერებულია, ვერ ვახერხებთ ჩვენი კონტრაქტორი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციით მომარაგებას და ქარხანა მთლიანად იმპორტულ მადანზეა დამოკიდებული. ამ პირობებში კი შეუძლებელი გახდება ჭიათურის საწარმოები დაუბრუნდეს რენტაბელურ მდგომარეობას”,-განაცხადეს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ ხელმძღვანელობაში.
ინფორმაციისთვის,დღეს, 19 სექტემბერს, შუქრუთელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი სთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიაში წერილი შეიტანეს. სოფლის მკვიდრნი უკვე 190 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას. მე-19 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. 5-ს კი პირი აქვს ამოკერილი.