წარმოგიდგენთ 2023 წლის ბოლო თვის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.
ბიჭი და ყანჩა
სტუდიო Ghibli-სა ახალი ანიმე საქართველოს კინოთეატრებში 7 დეკემბერს გამოვიდა. ფილმის ავტორი ყველაზე ცნობილი ანიმე რეჟისორი, Spirited Away-სა და Princess Mononoke-ს შემქმნელი, ჰაიაო მიაძაკია.
ვონკა
როალდ დალის ცნობილი ზღაპრის მორიგი ადაპტაცია, რომელშიც მთავარ როლს ტიმოთე შალამე ასრულებს. წლის ყველაზე დიდი მუსიკალური ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 14 დეკემბერს გამოვა.
აქვამენი 2
DC-ის კომიქსების ახალი ეკრანიზაცია ქართულ კინოგაქირავებაში 21 დეკემბერს გამოვა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სუპერგმირულ ფილმში მთავარ როლს კვლავ ჯეისონ მომოა ასრულებს.
ფერარი
8-წლიანი პაუზის შემდეგ მაიკლ მანმა ახალი ბიოგრაფიული ფილმი ფერარი გადაიღო. ავტომობილების ცნობილი ბრენდის შემქმნელს ადამ დრაივერი თამაშობს. სურათის ნახვა წინასაახალწლოდ, 28 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.