რა ვიცით რუსულ კონფერენციაზე, რომლის ჩატარებაც თბილისში იგეგმება

ხელოვნური ინტელექტის თემაზე 6-7 მარტს თბილისში დაგეგმილ კონფერენციას, OpenTalks AI-ს გასულ წლებში აფინანსებდნენ სანქცირებული რუსული კომპანიები და სახელმწიფო უწყებები.
ღია წყაროების თანახმად, 2018-23 წლებში კონფერენცია თანამშრომლობდა სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან და სახელმწიფო უწყებასთან. 2023 წლიდან ღონისძიება რუსეთში არ ჩატარებულა – წინა წელს კონფერენციას ერევანმა უმასპინძლა.
ყოველწლიურ ღონისძიებას, რომლის ჩატარებაც 2018 წელს რუსეთში დაიწყეს, – და მონაწილეთა უმრავლესობა რუსული კომპანიების თანამშრომელია, – ორგანიზატორები ახასიათებენ, როგორც „საერთაშორისო, დამოუკიდებელ და ღია კონფერენციას“ ხელოვნური ინტელექტის თემაზე.
სხვადასხვა წელს კონფერენციის პარტნიორები იყვნენ სანქცირებული „იანდექსი“, „ვი-თი-ბი“, „როსტელეკომი“, „სბერბანკი“ და სხვები. წელს ამ კომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი ღონისძიების სპიკერი/მოდერატორი იქნება. პარტნიორთა შორის იყო 2010 წელს ს მთავრობის მიერ შექმნილი და ასევე სანქცირებული „სკოლკოვოც“, რომელიც რუსეთის „სილიკონის ველად“ მოიაზრებოდა.
საიტზე მითითებულ წლევანდელ პარტნიორებში ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებიდან არც ერთი არაა მოცემული.
კონფერენციის გამართვა 6-7 მარტს არის დაგეგმილი. პროგრამის მიხედვით, მონაწილეები შემდგომ გაემგზავრებიან „ექსკურსიასა და დეგუსტაციაზე“, 9-11 მარტს კი თხილამურებზე ისრიალებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის