რა ვიცით მიხაილ სოცკიზე, რომელიც ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ უხელმძღვანელებს?

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას „მაღალკვალიფიციური მენეჯერი“ მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებს.
ს მოქალაქე მიხეილ სოცკი, რომელსაც CMC ახასიათებს „მაღალკვალიფიციურ მენეჯერად“, რომელიც „წლების განმავლობაში ურთულეს სამთო ტექნოლოგიურ პროექტებს მართავდა“, სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ჯერ კიდევ ტყიბულში სამთო-მომპოვებელი საწარმო „საქნახშირის“ გენერალური დირექტორია.
რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი, საქართველოს სამთომოპოვებით ბიზნესში 2019 წლიდან ჩნდება. 2019 წლის ოქტომბერში შპს-ს სარეგისტრაციო დოკუმენტებში შესული ცვლილების თანახმად, კოალ ოფ ჯორჯიაას 50% წილი უსასყიდლოდ გადაეცა შპს “დათვს”. თავად შპს „დათვი“ ერთი დღით ადრე
დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში და მის 10% წილს ფლობს ზურაბ აღდგომელაშვილი, ხოლო 90% რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მიხაილ სოცკი.
სოცკის ამბობდა, რომ ის საქართველოში 2017 წლიდან იმყოფება და აკვირდება საარჩევნო პროცესს და საგანგებო სიტუაციებს.
“საქართველოში 2017 წლიდან ვიმყოფები და მუდმივად ვაკვირდები არჩევნებს და რაღაც საგანგებო სიტუაციებს, რაც ბიზნესს კარგ პრეფერენციებს არ აძლევს. ბიზნეს სურს სიმშვიდე, სიწყნარე და თამაშის ზუსტად გაწერილი წესები. მე აქ, ბოლო 7 წლის განმავლობაში უამრავი მინახავს, რომელსაც ბიზნესში სტაბილური სიტუაცია არ მოაქვს. იმედი მაქვს ეს ყველაფერი დალაგდება, დამშვიდდება და ბიზნესს საშუალება მიეცემა დამოუკიდებლად გაშალოს საქართველოს ბიზნესპოტენციალი. ბიზნესს არ სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა, უბრალოდ ხელის შეშლა არ უნდა მოხდეს. ბიზნესი თვითონ იპოვის გადაწყვეტის გზებს და გახსნის საქართველოს პოტენციალს”, – თქვა სოცკიმ 2025 წლის თებერვალში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
თუმცა იქამდე 2024 წლის დეკემბერში „საქნახშირის“, – რომელსაც სოცკი ხელმძღვანელობდა, – თანამშრომელთა ნაწილმა განაცხადა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური პოზიციების, კერძოდ კი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პოზიციების გამო გაათავისუფლეს. საუბარია 40-ზე მეტ დასაქმებულზე.
კომპანიაში კი ამას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ „რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი სამი თვის წინათ დაიწყო“.