რა ვიცით კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე რუსეთის თავდასხმის შესახებ

8 ივლისს, ს საჰაერო ძალებმა ში ერთდროულად რამდენიმე ქალაქზე მიიტანეს იერიში, მათ შორის კიევში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე. რუსეთის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 68 დაშავდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ზუსტი რიცხვი ამჟამად უცნობია.
უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, საჰაერო თავდასხმის სამიზნე რამდენიმე ქალაქი გახდა, მათ შორის, , დნიპრო, სლოვიანსკი, კრივოი როგი და კრამატორსკი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ომის მსვლელობის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმაა უკრაინის დედაქალაქზე.
უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, დედაქალაქში სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 დაშავდა. კრივოი როგში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 10 ადამიანი და დაშავდა 37. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის ცნობით, დონეცკის რეგიონში სულ მცირე სამი ადამიანია დაღუპული.
უკრაინის დედაქალაქში დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფო, ოხმადტედი, ყველაზე დიდი საბავშვო სამედიცინო ცენტრია უკრაინაში, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონიდან მკურნალობენ უმძიმესი დაავადებების მქონე ბავშვებს. უკრაინის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის ცნობით, ოხმადტედის საავადმყოფოში ყოველწლიურად დაახლოებით 7000-მდე ოპერაცია ტარდება, მათ შორის, მკურნალობენ კიბოსა და ჰემატოლოგიური დაავადებებს.
ერთ-ერთი ექთნის, ნატალია სარდუდინოვას თქმით, რომელიც დაბომბვის მომენტში საავადმყოფოში იმყოფებოდა, აფეთქების მომენტში ორი ბავშვი საოპერაციოდ იყო შეყვანილი და მათი თავშესაფარში გადაყვანა პროცედურის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
“ყველაფერი კვამლში იყო მოცული, სუნთქვისთვის ჰაერი არ გვქონდა. ექიმი შრაპნელით დაიჭრა. ფანჯრები და კარები ააფეთქეს. საავადმყოფოში მყოფი ერთ-ერთი მედდა მძიმედ დაშავდა”. – თქვა სარდუდინოვამ.
რუსეთის განმეორებითი თავდასხმის სამიზნე კიევის სამშობიარო სამედიცინო დაწესებულებაც გახდა. უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, ამჟამად ცნობილია დაბომბვის შედეგად 4 დაღუპულისა და 3 დაშავებულის შესახებ.
თავდასხმა დაგმეს ევროპულმა ქვეყნებმა. საფრანგეთმა მას “ბარბაროსობა” უწოდა.
“ბარბაროსული ქმედებები, რომლებიც მიმართულია უშუალოდ და მიზანმიმართულად ბავშვთა საავადმყოფოსკენ უნდა დაემატოს რუსეთის სამხედრო დანაშაულების სიას”. – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, რუსეთის მხრიდან უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა „ყველაზე გარყვნილი ქმედებაა“.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი ასევე გამოეხმაურა მომხდარს თავის სოციალურ ქსელში.
“გაოცებული ვარ კიევის დაბომბვის ამსახველი სურათებით, რომელიც ასევე ბავშვთა საავადმყოფოში მოხდა. ომის დანაშაულები უნდა დაგმოს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. [იტალიის] მთავრობა გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის სუვერენიტეტის დაცვას”. – წერს ტაიანი X-ზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით “ასე გამოიყურება პუტინის მოლაპარაკებებისა და მშვიდობის სურვილი”.
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე.
“რუსეთი დაუნდობლად აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში აყვანას… უკრაინას ახლა სჭირდება საჰაერო თავდაცვა. ყველა, ვინ რუსეთის ომის დანაშაულებში მონაწილეობს აგებს აგებს პასუხს”. – წერს ბორელი X-ზე.
8 ივლისის დილას, უკრაინის შეიარაღებულმა საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ოლენიას აეროდრომიდან ცაში Ту-95 ტიპის სარაკეტო ბომბდამშენები გაუშვა. მოგვიანებით, უკრაინის ტერიტორიის მასშტაბით საჰაერო იერიშის განგაში გავრცელდა. კიევზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ნამსხვრევები სოლომენსკის, დნეპროვსკის, დარნიცკის, დესნიანსკის, შევჩენკოვსკის და გოლოსევსკის რაიონებში დაეცა.
უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
“საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო დაზიანდა. ყველა სამსახური ჩართულია რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადასარჩენად”. – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
ზელენსკის ცნობით, უკრაინა დაახლოებით 40-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტის სამიზნე გახდა.