რა ვიცით ბელგიური კომპანიის შესახებ, რომელიც ანაკლიის პორტში იწყებს სამშენებლო სამუშოებს?

ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს, 86-წლიანი ისტორია აქვს. Jan De Nul საოჯახო ბიზნესია, რომელიც 1938 წელს, ბელგიის პატარა ქალაქ ჰოფსტადში იან დე ნულმა დაარსდა. კომპანია სპეციალიზებული იყო მშენებლობაზე, მათ შორის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.
Jan De Nul-მა 1951 წელს დაიწყო წყალქვეშა გათხრითი სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა პორტების, ნავმისადგომებამდე მისასვლელი გზების გაღმავება-გაფართოებას, ჰიდრავლიკური ნაგებობების აშენებას და ა.შ.
Jan De Nul-მა 60-იანი წლებიდან ოპერირება გააფართოვა მეზობელ ქვეყნებში, 70-იანი წლებიდან – აზიაში და 80-იანი წლების ბოლოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებდა მსხვილ პროექტებს. 1991 წელს Jan De Nul-მა თავის პირველ ოფშორულ პროექტი განახორციელა.
ამჟამად Jan De Nul Group-ის შტაბ-ბინით ლუქსემბურგშია. კომპანია უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზაზე საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ტექნიკურ მომსახურებას. მისი ძირითადი მიმართულებაა დრენაჟი (მათ შორის საზღვაო ინჟინერიის სხვა ფორმები), რაც მისი ბრუნვის 85%-ს შეადგენს. სხვა სფეროები მოიცავს -სამოქალაქო ინჟინერიას და გარემოსდაცვით ტექნოლოგიას.
2022 წლის ბოლოს იან დე ნულს ჰყავდა 7178 თანამშრომელი და კომპანიის წლიური ბრუნვა 2,5 მილიარდი ევრო იყო. Jan De Nul-ი 2008 და 2009 წლებში ბელგიის ყველაზე მიმზიდველ დამსაქმებლად დასახელდა.
„იან დე ნულის“ მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად განხორციელებული ძირითადი პროექტებს შორისაა: პანამის არხის გაფართოების პროექტს, ბრიჯთაუნის პორტის გაფართოების პროექტს, Port Botany-ის გაფართოებას, ხელოვნური კუნძული დუბაიში – Palm Jebel Ali და მიმდებარე დუბაის წყლის სანაპირო, ტაკორადის ნავსადგურის გაფართოების პროექტი განაში; 2020-21 წლებში „იან დე ნულ ჯგუფმა“ დააინსტალირა 135 კმ ელექტროგადამცემი კაბელი ზღვის სიღრმეში 1 კმ-ზე, რომელიც აკავშირებს კუნძულ კრეტას მატერიკთან.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
ფოტოებზე Jan De Nul-ის მიერ განხორციელებული პროექტები: Palm Jebel Ali, საერთაშორისო გარემოსდაცვითი პროექტი ზაგრებში, პანამის არხის გაფართოების პროექტი.

ასევე დაგაინტერესებთ