რა ვითარებაა ისრაელში ამ დროისთვის

ირანის მხრიდან მასირებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელში დამატებითი სარაკეტო თავდასხმის საფრთხე აღარ არის – აცხადებენ ს თავდაცვის ძალებში.
მოსახლეობას თავშესაფრების დატოვების უფლება მისცეს. სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაში ისრაელს შეერთებული შტატები დაეხმარა.
ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმას დიდ შეცდომას უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეირანი ამისთვის საფასურს გადაიხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, როდესაც გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი – ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას, ექვთიმეს, ქაქუცას გზას, ან ბიძინას და პუტინის გზას