რა ეღირება iPhone 16 საქართველოში?

სექტემბრის დადგომასთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზედაც ახალი თაობის iPhone 16, ჭკვიანი საათები, უსადენო ყურსასმენები და პროგრამული გადაწყვეტები წარადგინა.
გლობალურად მაღალი მოლოდინის მიუხედავად, iPhone 16-ზე მოსალოდნელზე დაბალი მოთხოვნა დაფიქსირდა. გაყიდვები 13%-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს iPhone 15-მა იგივე დროში დააფიქსირა.
გაყიდვები უკვე ოფიციალურად დაანონსებულია საქართველოშიც, რომელიც 27 სექტემბრიდან გაიყიდება. iPhone 16-ის ფასი 3 149 ლარიდან 4 890 ლარამდე იქნება.
კერძოდ: iPhone 16 128გბ – 3149 ლარი, iPhone 16 pro 128 გბ – 4069 ლარი, iPhone 16 pro max 258 გბ – 4890 ლარი.
ტექნიკის რიგ მაღაზიებში ახალი iPhone-ის დაჯავშნა უკვე დაწყებულია.
bm.ge