რა ეღირება დღეს დოლარი და ევრო?

6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა და დოლარის ღირებულება კვლავ 2.7247 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.89 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9288 ლარი გახდა.

2.45 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5135 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.96 თეთრი შეადგინა.