რა ეტაპზეა მინერალების შესახებ შეთანხმება -სა და ს შორის

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, ჩარჩო-შეთანხმება სასარგებლო მინერალებთან დაკავშირებით სა და -ს შორის უკვე მზად არის და იგეგმება დოკუმენტის დეტალებში, კონკრეტულ რიცხვებსა და პროცენტებში დამუშავება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
საბოლოო შეთანხმებული დოკუმენტი უკრაინის პარლამენტს გადაეცემა.
„ეს გეგმა არ შეცვლილა და არ შეცვლილა არც ქმედებათა თანმიმდევრობა“, — განმარტა ზელენსკიმ.
ამავე დროს, ვიცე პრემიერმინისტრმა უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ტექსტი მზად არის, აშშ-სთან შეთანხმებულია და წინა მოლაპარაკებების შემდეგ არ შეცვლილა.
მომდევნო ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლებისთვის საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმების მომზადებაა, რომელიც კონკრეტულ ეკონომიკურ პარამეტრებსა და ვალდებულებებს მოიცავს.
იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით აშშ-სა და უკრაინას შორის შეთანხმების შესახებ ცნობილი თებერვალში გახდა. ერთობლივად უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის. ამ ფონდში აკუმულირდება უკრაინის ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი წილი. უკრაინის ბუნებრივი რესურსების პოტენციური შემოსავლიდან კი ამერიკა წილს მიიღებს.
გარიგების პუნქტებმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა. ზელენსკიმ უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაციის მოთხოვნაზე, გადაეცა აშშ-სთვის უკრაინის 500 მილიარდი დოლარის ღირებულების მინერალები, ომის დროს ამერიკის დახმარების სანაცვლოდ. დღის წესრიგში გარიგების გამარტივების საკითხი დადგა. თუმცა 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა, რა დროსაც შეთანხმებისთვის ხელი უნდა მოეწერათ, მწვავე პოლემიკის ფონზე წარიმართა და ე.წ. მინერალების შეთანხმებაც არ გაფორმებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს