რა ელის თსსუ–ს? – “მინდა რომ ეს იცოდნენ” – ჯაბა ზარქუა

კობახიძის განცხადებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეეზღუდება უცხოელი სტუდენტების მიღება. უცხოელი სტუდენტებისგან მიღებული სწავლის დაფინანსება იყო უნივერსიტეტის შემოსავლის ძირითადი წყარო. იმის ნაცვლად რომ დისკუსია ყოფილიყო თანხების მიზნობრივი ხარჯვის გაუმჯობესებაზე (არ ვამბობ რომ არამიზნობრივად იხარჯება, არ გამომიკვლევია), სახელმწიფო აკეთებს ამას. სავარაუდო მოტივი ალბათ ისაა რომ “მეტი არაბი” “ნაკლები ინდუსით” გაანეიტრალოს, არ ვიცი, ამათ მოტივებზე ფიქრით თავს ნუ დავიღლით. აქვე გაითვალისწინეთ რომ სახელმწიფო დაფინანსება არის ძალიან მწირი (არ გაზრდილა წლებია) და უნივერსიტეტი აბალანსებდა უცხოელი სტუდენტების შემოსავლით (წინა რექტორს ინტერვიუშიც აქვს ნათქვამი ეს). ანუ ეგ “უცხოური ფული” ქართველ სტუდენტს ხმარდებოდა ირიბად (რამდენად ოპტიმალურად – არ გამომიკვლევია, არ ვიცი), რადგან “ქართული ფული” არ ყოფნიდა სტუდენტს. სამწუხაროდ, არანაირი იმედი არ მაქვს რომ წინააღმდეგობას წააწყდება აკადემიის მხრიდან ამ ინიციატივაზე. თუ ეს მართლა ასე მოხდება, ყველაფერ ცუდზე კობახიძესთან ერთად უნივერსიტეტის მმართველი საბჭოც გაიზიარებს პასუხისმგებლობას სამომავლოდ. მინდა რომ ეს იცოდნენ პ.ს. არანაირი ფინანსური ურთიერთობა არ მაქვს თსსუ-თან. ვარ მისი გულშემატკივარი და კურსდამთავრებული.
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა დასახელმწიფოსასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);
ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
დ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)